მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:33

32. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ,33. მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?34. და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
33. მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 31-35):

31. მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. 32. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ, 33. მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი? 34. და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.

ძმები უფლისა შურის გამო მოვიდნენ მის შესაპყრობად, როგორც შეშლილისა და ეშმაკეულის. დედა კი, როგორც ჩანს, პატივის მიღების გრძნობის კარნახით, მოვიდა მოეწყვიტა სწავლებისაგან, რათა ამით ეჩვენებინა ხალხისათვის, რომ მას, ვისითაც ასე გაოცებულნი არიან, იგი თავისუფლად განაგებს და შეუძლია მოსწყვიტოს სწავლებას. მაგრამ უფალი პასუხობს: ჩემს დედას არავითარი სარგებელი არ ექნება. იყოს ჩემი დედა, თუკი იგი თავისში ყველა სათნოებას არ გააერთიანებს. ზუსტად ასევე, ნათესაობა უსარგებლო იქნება ჩემი ძმებისთვის, იმიტომ, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტი ახლობლები ქრისტესი, ვინც ღმრთის ნებას ასრულებს. ამრიგად, ამბობს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა არს აქა“ (2,3).:

...ატივი მისი. და რაჲთა არა აქუნდეს, ვითარცა სხუათა დედათა ძენი თჳსნი, და რამეთუ სადა არა ჯერ-არნ, არა უსმინოს, ვითარცა-იგი რაჟამს შორის ერსა იყო და ასწავებდა, და მოვიდეს და ეძიებდეს მას, და თავადმან თქუა, ვითარმედ: „ვინ არს დედაჲ ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?“ ; რამეთუ უფალი მარადის უმჯობჱსსა ყოველთასა განაგებდა და კუალად ამისთჳსცა ურჩ ექმნა ამას ადგილსა, რამეთუ არა ენება, რაჲთა დედისა თჳსისა სიტყჳ-თა ქმნას სასწაული იგი, რაჲთა არა იჭუეულ იქმნას მრავალთაგან, არამედ ელოდა, რაჲთამცა სახლისა უფალნი იგი ევედრნეს, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს საქმჱ იგი და საქებელ; და ამის ყოვლისათჳს უკუე მიუგო ესრეთ დედასა თჳსსა, რაჲთა მასცა ასწაოს ჯეროვანი საქმჱ, და რაჲთა სასწაულნი ჯერისაებრ იქმნებოდიან.

სწავლაჲ კა ვითარმედ ჯერ-არს სათნოებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების

ხოლო შენ ესე ყოველი გულისხმა-ყავ და კუალად რაჟამს გესმეს, ვი-თარმედ: „დედაკაცმან ვინმე ღაღად-ყო: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდ! და უფალმან თქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ქმნან ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“, გულისხმა-ყავ, ვი-...

სრულად ნახვა