მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:27

26. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს.27. და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ;
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
27. და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (12,32).:

...აჲ მოიზიდავს. ხოლო „მოვიზიდნეო“, ვითარცა მძლავრისა მიერ შეპყრობილნი და თავით თჳსით ვერშემძლებელნი მოსლვად. და საქმესა ამას სხუასა ადგილსა „წარტაცებად“ უწესს, ვითარმედ: „ვერვინ შემძლებელ არს ჭურჭელთა ძლიერისათა წარტაცებად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი“. ; ; ხოლო ამას ყოველსა იტყჳს მძლავრებისა მისისა გამოჩინებად; და რომელსა მუნ „წარტაცებად“ უწოდა, აქა „მოზიდვად“ უწესს.

სწავლაჲ ჲზ მოწყალებისათჳს

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი ვიცით, აღვდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა. უკუე-თუ არა, არღარა დიდებაჲ არს, არამედ გმობაჲ, უკუეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ-ვჰყოფდეთ, რამეთუ არცა ესრეთ იგმობვის ღმერთი წარმართ-თა ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე თუ ბოროტი იყოს და უკეთური. ამისთჳს უკუე გევედრები, რაჲთა ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იგმოს“. რამეთუ რაჲ წყალობაჲ ვპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა სხუათა მივსცემდეთ, და ჩუენ სხუათაგან მოვიტაცებდეთ? ნეტარ არს მისა, რომლის...

სრულად ნახვა