მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:24

23. და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად?24. და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი.25. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
24. და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 23-27):

23. და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად? 24. და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. 25. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად. 26. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს. 27. და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.

მოძულე იუდეველთა ბრალდებებს უეჭველი მაგალითებით უარყოფს. როგორ შეუძლია ეშმაკს ეშმაკების განდევნა, როცა ჩვეულებრივ სახლებშიც კი ვხედვათ, რომ სანამ მასში მცხოვრებნი მშვიდობიანად არიან, კეთილად დგანან ეს სახლები, ხოლო როგორც კი მათში დაყოფა მოხდება - დაეცემიან? როგორ არის შესაძლებელი, ამბობს ის, რომ ვინმემ ძლიერის ჭურჭელი გაიტაცოს, თუკი უწინ ძლიერს არ შეკრავს? ეს სიტყვები შემდეგი მნიშვნელობისაა: „ძლიერი“ არის ეშმაკი; მისი „ჭურჭელნი“ არიან ადამიანები, რომლებიც მის სამკვიდრებელს წარმოადგენენ. ამრიგად, თუკი ვინმე წინდაწინ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...ას წამებაჲ, და ესე გულისჴმა-ყავთ ნუ სიტყუათაგან ოდენ, არამედ საქმისაგანცა, რამეთუ უკუეთუ განწვალებაჲმცა იყო შორის მათსა, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ მათი ერთსა ზედა პირსა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა ზედა თჳსსა განევლთის, დაიჴსნას“. ; ვინაჲთგან უკუე იგინი ერთსა საქმესა ქადაგებდეს, უკუეთუმცა წინააღმდგომ ურთიერთას იყვნეს, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ იგი, ვითარ სარწმუნო იქმნა ყოველთა მიერ, ვითარ განჴდა ჴმაჲ მათი ყოველსა ქუეყანასა და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი, რომელთა-იგი მრავალნი მჴდომად აღუდგეს, მრავალნი დაჴსნად ისწრაფდეს, რამეთუ არა თუ ერთსა შინა ყურესა დაწერეს და დამალეს, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა განჰმარტეს აღწერილი მათი, და სასმენელად მტერთა მათთა და მბრძოლთა აღმოიკითხვოდა იგი, და ვერარაჲ ვინ ცთომაჲ ანუ ურთიერ-თას განწვალებაჲ შეჰჴადა, არამედ ყოველნივე იძლინეს მბრძოლნი მათნი, და სამართლად, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ იყო თანაშემწე და წინამძღუარ მათისა მის ქადაგებისა. და უკუეთუმცა არა ესე იყო, ვითარმცა უძლო მეზუერემან და მეთევზურმან და უსწავლელმან ესევითარისა მის სიბრძნისა მოგებად, რაჲთამცა სავსე ესე...

სრულად ნახვა