მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:21

20. და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად.21. და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს.22. და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
21. და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 20-22):

20. და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად. 21. და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს. 22. და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.

„და ესმა მის კერძოისათაო“, ამბობს, შესაძლოა ადამინები მისი მშობლიური ქალაქიდან ან იქნებ ძმებიც კი გამოვიდნენ მის შესაპყრობად; ვინაიდან ამბობდნენ, რომ „განკრთომილ არს“, ანუ ეშმაკი ჰყავსო. რამდენადაც სმენოდათ, ეშმაკებს განასხამდა და კურნავდა სნეულებათაგან, შურის გამო ფიქრობდნენ, რომ ეშმაკეული და „შეშლილია“ რის გამოც სურდათ კიდეც შეეპყროთ იგი, რათა შეეკრათ როგორც ეშმაკეული. ასე ფიქრობდნენ მასზე და ასე სურდათ მოქცეოდნენ მისიანებსაც კი. ამის მსგავსად, იერუსალიმელი მწიგნობრებიც ამბობდნენ, რომ ეშმაკეულია. რამდენადაც მათ არ შეეძლოთ მათივე თვალწინ აღსრულებულ სასწაულთა უარყოფა, სხვა მხრივ მოიხსენიებენ აუგად, როგორც ეშმაკთაგან მომდინარეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის