...დ სდევ მიუწდომელსა? რად გამოიკულევ გამოუკულეველსა?
განიცადე ძირი ნათლისა მის მზისაჲ; არამედ ვერ ძალ-გიც და არავე შფოთ ხარ, არცა სდრტჳნავ შეუძლებელობისა მისთჳს. ვითარ უკუე, რომელ უზეშთაესთა მათ ზედა ესრეთ კადნიერ იქმენ და შემმართებელ მიუწდომელთა მათთჳს და გამოუკულეველთა საქმეთა? ძესა მას ქუხილისასა იოვანეს, რომელსა-იგი აქუს ნესტჳ სულიერი, მას ესმა რაჲ სულისა წმიდისა მიერ, ვითარმედ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი“, არღარაჲ გამოიძია უმეტჱსი; ხოლო შენ, რომელი მადლისა მისგან, რომელი მას აქუნდა, შორს ხარ უფროჲს, ვიდრე ქუეყანაჲ ცისაგან, და გნებავს, რაჲთამცა მისსა მას საზომსა უზეშთაეს აღჰჴედ, ამისთჳსცა სრულიად დაეცემი და ვერცა მცირესა გულისხმა-ჰყოფ. რამეთუ ესევითარი არს ეშმაკისა ღონჱ: გამოიყვანებს კაცსა საზღვრისა მისგან, ღმრთისა მიერ დადებულისა, რომელიცა დაემორჩილოს მას, და წარჰმართებს უზეშთაესისა მიმართ; და მერმე, რაჟამს ამით ესევითარითა სასოებითა ცთუნებული მადლისაგან ღმრთისა უცხო-ყოს, მიერითგან არა თუ უზეშთაესსა რასმე კეთილსა აღიყვანებს, - რამეთუ ვითარმცა ქმნა ესე ეშმაკმან! - არამედ არცა თუ პირველთა მათ საქმეთა, სადა-იგი უცთომელად ვიყოფოდეთ, გჳტევებს მიქცევად, არამედ შეცთომილთა მიმოგუაქცევს, რომელთა არასადა გუაქუნ ადგილი დადგრომისაჲ.
ეგრეთვე უ...