მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:11

10. რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს.11. და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ.12. და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
11. და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა (12,3).:

...ა შეჩუენებით, არამედ უფლად და ღმრთად ქადაგებით, ესევითარი-იგი სულითა წმიდითა წინაჲსწარმეტყუელებს, გონიერი და განბრძნობილი, და არა განცოფებული და განლიგებული.

იტყჳან მრავალგზის ეშმაკეულნიცა და თჳთ ეშმაკნი სახელსა იესუჲსსა, არა ნებსით, არამედ მძლავრ გუემით იძულებულნი, ვითარ-იგი: "გიცით შენ, ვინ ხარ, — ძე ღმრთისაჲ" (). და კუალად, პავლეს და მისთანათა ეტყოდეს: "ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი" (). ხოლო ნებსით არაოდეს იტყჳან და ვერცა იტყჳან. ხოლო კუალად არიან კათაკუმეველნი, რომელნი სახელ-სდებენ უფალსა იესუს, არამედ ჯერეთ არღა მიუღებიეს ნიჭი სულისა წმიდისაჲ ნათლისღებისა მიერ. გარნა აწინდელი ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ არა ესევითართა მათთჳს არს, არამედ ურწმუნოთა და მორწმუნეთათჳს. რამეთუ ურწმუნოჲ იგი არს, რომელი ანუ ყოვლად არა აჴსენებდეს სახელსა უფლისა იესუჲსსა, ანუ დაღაცათუ აჴსენებდეს, - არა სადიდებელად, არამედ საგმობელად; რომლისა ნაცვალად აწ მოციქულმან თქუა, ვითარცა პირითა მისითა, — "შეჩუენებულ იესუ", რომელ-ესე გმობასა მოასწავებს. ესევითარი იგი დაღაცათუ რასმე წინაჲსწარმეტყუელებდეს, ცხად არს, ვითარმედ საეშმაკოჲთა სულითა წინაჲსწარმეტყუელებს. ამისთჳსცა არა წინაჲსწარმეტყუელ, არამედ ცრუწინაჲსწარმეტყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წერილ არს: არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (4,4).:

...სცოდა ღმერთსა, ამისთჳს გუასწავლის უფალი, რაჲთა დაღაცათუ არა გარდასლვაჲ მცნებისაჲ იყოს, რომელსა ეშმაკი გუაწუევდეს ქმნად, არავე მივერჩდეთ მათ, და უფროჲსად, დაღაცა-თუ კეთილსაცა რასმე გუეტყოდის მტერი, არა ჯერ-არს ყოვლადვე სმენაჲ მისი. და იხილე, ვითარ ოდეს ძედ ღმრთისა ეტყოდეს უფალსა ეშმაკნი, პირსა დაუყოფდა მათ; ; და პავლეცა შეჰრისხნა, ამას ესევითარსავე ღაღადებდეს რაჲ, დაღაცათუ რომელსა-იგი იტყოდეს, არა ბოროტ იყო, არამედ უფროჲსად კეთილ და საჴმარ; არამედ რაჲთა სრულიად შეურაცხ-ყვნეს იგინი და შორს-ყოს ჩუენგან ზრახვაჲ მათი და გუასწაოს ჩუენ სრულიადი მათა მიმართ მტერობაჲ, ამისთჳს სდევნიდა მათ და პირსა დაუყოფდა და დუმილსა უბრძანებდა.

ამისთჳსვე წესისა და ამისვე სახისათჳს არცა აქა თავს-იდვა სიტყუაჲ მისი, არამედ ჰრქუა მას: „არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“. ხოლო ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ძალ-უც ღმერთსა თჳნიერ პურისაცა სიტყჳთა თჳსითა გამოზრდად მშიერისა. ძუელისა წერილისაგან მოართუა მას წამებაჲ, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ, გინა თუ გუშიოდის, გინა თუ სხუასა რასმე ძნელოვანსა მივეცნეთ, არაოდეს განყენება...

სრულად ნახვა