...ზედა და უნებელად მათდა გამოაცხადეს ყოველთა ზედა საკჳრველებაჲ იგი; რამეთუ ჴელოანმან მან ყოველსა ზედა ესეცა სიბრძნით განაწესა, რაჲთა შური იგი მათი განმაცხადებელად საკჳრველებისა მის იქმნას. რამეთუ ვინაჲთგან ამბოხებდეს იგინი და იტყოდეს, ვითარმედ: „ესე გმობს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ იხილეთ, რაჲ მიუგო მათ: არა განაქარვა იჭჳ იგი მათი, არცა ჰრქუა, თუ: რაჲსათჳს მწამებთ ესევითარსა ამას საქმესა, რამეთუ არა არს ჩემ თანა ესევითარი ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად დაამტკიცა სიტყუაჲ იგი სიტყჳთა თჳსითა და აღსრულებითა მით სასწაულისაჲთა, რაჲთა მათვე მიერ, მტერთა მათ და მბრძოლთა, ესმას ერსა მას საკჳრველებაჲ იგი, არა თჳსთაგან ხოლო. რამეთუ ქადაგეს დიდებაჲ მისი მადიდებელთა მისთა, კეთროანმან მან და ასისთავმან, და აწ მტერთაცა და წინააღმდგომ-თა აღმოთქუეს, დაღაცათუ არა უნდა; რამეთუ თქუეს რაჲ, ვითარმედ: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ მიუგო უფალმან და ჰრქუა მათ:
სახარებაჲ მარკოზისი 2:7
6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს,7. ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?8. ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2