...უნდა მარადის უაღრეს ბუნებისა კაცთაჲსა ქმნად საკჳრველებისა, რაჲთა არა ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ არაჭეშმარიტად შეჰრაცხონ.
ხოლო განრღუეულისა მისთჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე“. და სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: სართული სახლისაჲ აღსძარცუეს და გარდაუტევეს იგი წინაშე იესუჲსა, ; და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, უძლურისაჲცა და მოღუაწეთაცა მისთაჲ (რამეთუ ორთასავე მოასწავებს სარწმუნოებასა, გარნა უმეტესი განრღუეულისაჲ მის იყო), ამისთჳსცა ესმა სანატრელი იგი და საწადელი ჴმაჲ სახიერისა უფლისაჲ: „ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ჵ სიტყუაჲ ესე ტკბილი და სასურველი! ჵ ვინმცა მასმინა ჴმაჲ ესე დიდებული! გარნა შენ, სახიერო მეუფეო, თქუ ჩემდა მომართცა აურაცხელისა წყალობისა შენისათჳს, რამეთუ ყოველივე ძალგიც, მაცხოვარო!
არამედ ესეცა ჩუენ ზედა არს, ძმანო, უკუეთუ შორს-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ბოროტთაგან და შეუვრდეთ მას სარწმუნოებითა მჴურვალითა, თქუას ჩუენდა მომართცა: „მიგეტევნენ ცოდვანი“, რამეთუ წადიერ არს იგი მიუთხრობელისა მის სახიერებისა მისისათჳს მოტევებად ცოდვათა ჩუენთა, და მიზეზსა ოდენ ეძიებს ჩუენ მიერ შეწყალებად ჩუენდა უხუად მომნიჭებელი იგი.
„ნუ გეშინინ, შვ...