...უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
ესე თავისა თჳსისათჳს თქუა. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უგულის-ჴმონო, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ მეუფე და უფალი შაბათისაჲცა და სხჳსა ყოვლისაჲვე და ჴელმწიფებაჲ მაქუს დაჴსნად იგი. ხოლო მარკოზის თავსა ესეცა წერილ არს, ვითარმედ: „შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს“, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა არს ესოდენ საჭირო და თანაწარუვალ მცნებაჲ ესე შაბათისაჲ, უფროჲსღა, ვინაჲთგან მოსრულ არს უფალი შაბათისაჲ და რჩულისმდებელი ყოველთაჲ, მეუფე იგი დიდებისაჲ.
ხოლო უკუეთუ არა თანაწარუვალი იყო მცნებაჲ შაბათისაჲ, ვითარ იტანჯა, რომელი-იგი შეშასა კრებდა შაბათსა შინა? ესე ამისთჳს იქმნა, რამეთუ დაწყებაჲ იყო მაშინ შჯულისაჲ და საცნაურ იყო ჰურიათა სიფიცხე და უკეთურებაჲ. უკუეთუმცა ერთგზის ადგილცემულ იყო შეურაცხებად წესთა შჯულისათა, არცამცა ერთი დამარხულ იყო; ამისთჳს განეწესა მა-შინ ტანჯვაჲ მისი, რაჲთა სხუანი შეშინდენ.
მაშინ უკუე კეთილ იყო შაბათისა უქმობაჲ, რამეთუ ასწავებდა მათ კაცთმოყუარებასა, მოაჴსენებდა საქმეთა ღმრთისათა, აწუევდა განშორებად ბოროტისაგან; რამეთუ ესე იყო უქმობისა მის ძალი, რაჲთა ბოროტთაგან განეყენნენ, არა თუ კეთილთა, რამეთუ იტყჳს: ნურარას იქმთ...