...აქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“. აწ უკუე მოწაფეთათჳს დავით მოიყვანა წამებად; რამეთუ უკუეთუმცა გონიერ იყვნეს, შიმშილიმცა იგი წინაეყო მიზეზად; ვინაჲთგან უკუე უგუნურებაჲ დიდი იყო მათ თანა, ამისთჳს წერილთაგან მოართუა წამებაჲ.
ხოლო მარკოზ იტყჳს: „აბიათარ მღდელთმოძღურისა ზე“. არა თუ წერილსა მას წინააღუდგების, არამედ ორი სახელი ეწოდებოდა მღდელსა მას: აბიმელექ და აბიათარ. ამისთჳს წიგნსა მას მეფეთასა აბიმელექ წერილ არს, ხოლო მახარებელი აბიათარს იტყჳს, ვითარმედ მან მისცნა პურნი იგი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უბრალო არს საქმე იგი, ვინაჲთგან მღდელთმოძღუარმან განუწესა და ჴელი-თა თჳსითა მისცნა, რომელთა არა ჯერ-იყო სხჳსა ვისმე ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო.
თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ იყო სიტყუაჲ ესე წინამდებარისა ამის თანა, რამეთუ არა თუ დავითისთჳს წერილ არს, თუ შაბათი დაჰჴსნა. არამედ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ ესე უმეტესითა სიბრძნითა თჳსი-თა წინაუყო და უზეშთაესისა წესისა დაჴსნაჲ მიუთხრა შიმშილისათჳს ბუნებითისა; რამეთუ შაბათი მრავალგზის დაჴსნილ იყო, უფროჲსღა მარადის დაიჴსნებოდა ჟამსა წინადაცუეთისასა და სხუათა მრავალთა საქმეთა შინა, ხოლო ესე საქმე მაშინ ოდენ იქმნა. ამისთჳს უმეტესისა მისგან შემოიღო ძლევაჲ და უსიტყუ...