მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 2:23

22. და არავინ შთაასხის ღვინოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.23. და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა.24. ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად!
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2
23. და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

...მე წყალი. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ“ (4,6-8).

ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ უნდოებით იყოფოდა სოფელსა შინა უფალი და გარეწარად აქუნდა საზრდელისა საქმჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს, ; ; და ლეღჳსა მის მივიდა, რაჲთამცა პოვა ჭამადი, ; და აქაცა არარაჲ აქუნდა და არცა ეზრუნა პირველ ჟამისა, არამედ მაშინ ოდენ იყიდდეს, და არა ვითარცა ჩუენ, რომელ, გან-რაჲ-თენეს, მზარაულთა ხოლო მოუწოდთ და მეტრაპეზეთა. და იგი არს საქმჱ ჩუენი, და ზრუნვაჲ სულისაჲ გარეწარად გუაქუს. ამისთჳს ყოველი საქმჱ ჩუენი ზე და ქუე იქმნა, რამეთუ საქმჱ გარეწარად გუაქუს და გარეწარი - საქმედ.

ხოლო იხილე, ვითარ იყო შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რამეთუ არა თუ ოდენ დამაშურალ იყო, არამედ მარტოდცა დაშთომილ, და არავინ იყო მოწაფეთაგანი მის თანა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).

თ ა რ გ მ ა ნ ი:...

სრულად ნახვა