მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 2:18

17. და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.18. და იყვნეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი მარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?19. ჰრქუა მათ იესუ: ვერ ჴელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2
18. და იყვნეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი მარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კთ ცუდადმზუაობრობისათჳსვე:

...აობრობისათჳსვე

ხოლო ჩუენ ამის ყოვლისაგან რასა ვისწავებთ? გარნა ამას, ვითარმედ ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდადმზუაობრობაჲ, და ამან მოიყვანნა იგინი შურად, და ამან კუალად დაარწმუნა მათ, და მოუჴდეს იესუს და ჰრქუეს, ვითარმედ: „რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი?“ ; ;

ვივლტოდით უკუე, საყუარელნო, ამის ვნებისაგან, და უკუეთუ ამისგან ვივლტოდით, გეჰენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეჰენიისასა და ყოველგან განუფენიან თჳსნი რტონი და ყოველი ჰასაკი და ნათესავი უპყრიეს. ამან ეკლესიანი ზე და ქუე ქმნნა და ქალაქნი და ნათესავნი, ვიდრემდე უდაბნოთა განვიდა, და მუნცა თჳსი ბოროტი ძალი გამოაჩინა. რამეთუ რომელნი სოფლისა დიდებასა განეშორნეს და ყოველსა შუებასა და მძლავრთა მათ გულისთქუმათა არცხჳნეს, მათ მრავალგზის სძლო ამან ვნებამან ცუდადმზუაობრობისამან, და ყოველივე იგი წარწყმიდეს ამის ვნებისა მიერ, და მრავალთა სათნოებათა მოქმედი იგი ფარისეველი მრავალთა ცოდვათა მოქმედსა მეზუერესა უდარესად გამოჩნდა.

გარნა ძაგებაჲ ვნებისა ამის არა ძნელ არს, და ყოველთა ძალ-უც ესე, არამედ საქმჱ ესე არს, რაჲთა ვსძლოთ მას. ხოლო ვსძლოთ ესრეთ, უკუეთუ წინააღუდგინ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი მას, და მისდევდეს იესუს“ (1,37).:

...ოდეს: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომელსა შენ ეწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. და კუალად დრტჳნვიდეს, ვითარმედ: „რაჲსათჳს ჩუენ ვიმარხავთო, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ ; ; ხოლო ესენი იყვნეს ყოველთა უმჯობჱს და არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, არამედ ვითარცა ესმა მისთჳს, მეყსეულად შეუდგეს მას. ხოლო შეუდგეს მას, არა თუ რაჲთამცა მოძღუარი შეურაცხ-ყვეს, არამედ უფროჲსად, რამეთუ ჰრწმენა სიტყუაჲ მისი. და ესმა რაჲ, ვითარმედ იგი ნათელ-სცემს სულითა წმიდითა, შეუდგეს მას, რაჲთამცა ცნეს, თუ რაჲ აქუს უმეტესი იოვანესა. და იხილე მოსწრაფებაჲ მათი კრძალულებითურთ, რამეთუ არა მოუჴდეს მეყსეულად იესუს და ჰკითხეს მაღალთა რათმე და დიდთა საქმეთათჳს წინაშე ყოველთასა, არამედ ისწრაფეს თჳსაგან სიტყუად მისა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ მოძღურისა მათისა სიტყუანი ჭეშმარიტ იყვნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მეორისა მისცა სახელი არა გუაუწყა? რამე-თუ ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ თჳთ ი...

სრულად ნახვა