მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 2:1

1. და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს.2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2
1. და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).:

...სამთავე პატივისა ზიარებაჲ, გულისხმა-ვყოთ ჟამსა მას კეთილთა მათ ზიარებისასა. უკუეთუ არა, რაჲ-თა სცნა, ვითარმედ ძესაცა ოდენ ძალ-უც ცოდვათა მოტევებაჲ და სულსა წმიდასაცა, ისმინე, ძისათჳს ვითარ ეტყჳს ჰურიათა, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა შენდობად ცოდვათა“; ; ; და კუალად: „რაჲთა შვილ ნათლის იქმნნეთ“; და: „მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ“. ხოლო სულისა წმიდისათჳს, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „სული არს ცხოველსმყოფელი“; და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“. და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა მათ სრული გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ იგიცა იც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).:

...ს მათ: „თავსა შენსა ღმერთ-ჰყოფ“; არა გარემიაქცია იჭჳ იგი, არამედ დაამტკიცაცა და თქუა, ვითარმედ: „რაჲთა სცნათ, თუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა შენდობად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას, ვითარმედ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა“. ; ; და იგი უკუე ერთი ბრალობაჲ მათი დაამტკიცა, რამეთუ გამოაჩინა, ვი-თარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არამედ ყოველსავე სწორებითა მისითა იქმს. ხოლო აქა მეორისა მის ბრალობისათჳს წინააღუდგების, რომელსა იტყოდეს იგინი დაჴსნისათჳს შაბათისა, და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოსე მოგცა თქუენ შჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა“ (7,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲსათჳს თქუა, თუ: „არავინ“? ამისთჳს, რამეთუ ყოველნი ეძიებდეს მას მოკლვად. ხოლო ესრეთ არს სიტყჳსა მისისა ძალი, ვითარმედ: მე დაღაცათუ შჯული დავჰჴსენ შაბათისაჲ, გარნა კაცი ვაცხოვნე და მისისა ცხორებისათჳს დავჰჴსენ შაბათი, და საქმჱ იგი ჩემი უკუეთუ გარდასლვაჲ იყო შჯულისაჲ, - რომელ-იგი არა იყო, არამედ დაღაცათუ იყო, ცხორებისათჳს კაცისა, - და არა ჯერ-იყო თქუენ მიერ შჯაჲ ჩემი, რომელნი-ეგე დიდად გარდამავალ ხართ მცნებათა შჯულისათა, რამეთუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კთ ცუდადმზუაობრობისათჳსვე:

...აობრობისათჳსვე

ხოლო ჩუენ ამის ყოვლისაგან რასა ვისწავებთ? გარნა ამას, ვითარმედ ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდადმზუაობრობაჲ, და ამან მოიყვანნა იგინი შურად, და ამან კუალად დაარწმუნა მათ, და მოუჴდეს იესუს და ჰრქუეს, ვითარმედ: „რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი?“ ; ;

ვივლტოდით უკუე, საყუარელნო, ამის ვნებისაგან, და უკუეთუ ამისგან ვივლტოდით, გეჰენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეჰენიისასა და ყოველგან განუფენიან თჳსნი რტონი და ყოველი ჰასაკი და ნათესავი უპყრიეს. ამან ეკლესიანი ზე და ქუე ქმნნა და ქალაქნი და ნათესავნი, ვიდრემდე უდაბნოთა განვიდა, და მუნცა თჳსი ბოროტი ძალი გამოაჩინა. რამეთუ რომელნი სოფლისა დიდებასა განეშორნეს და ყოველსა შუებასა და მძლავრთა მათ გულისთქუმათა არცხჳნეს, მათ მრავალგზის სძლო ამან ვნებამან ცუდადმზუაობრობისამან, და ყოველივე იგი წარწყმიდეს ამის ვნებისა მიერ, და მრავალთა სათნოებათა მოქმედი იგი ფარისეველი მრავალთა ცოდვათა მოქმედსა მეზუერესა უდარესად გამოჩნდა.

გარნა ძაგებაჲ ვნებისა ამის არა ძნელ არს, და ყოველთა ძალ-უც ესე, არამედ საქმჱ ესე არს, რაჲთა ვსძლოთ მას. ხოლო ვსძლოთ ესრეთ, უკუეთუ წინააღუდგინ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:

...(მათ. 8,3); ; და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მამამან სრული შვა იგი და არარაჲთ ნაკლულევანი. და იხილეთ, ვითარ ეტყჳს მას. რამეთუ ვინაჲთგან ნიკოდემოს თქუა, ვითარმედ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი მას, და მისდევდეს იესუს“ (1,37).:

...ოდეს: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომელსა შენ ეწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. და კუალად დრტჳნვიდეს, ვითარმედ: „რაჲსათჳს ჩუენ ვიმარხავთო, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ ; ; ხოლო ესენი იყვნეს ყოველთა უმჯობჱს და არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, არამედ ვითარცა ესმა მისთჳს, მეყსეულად შეუდგეს მას. ხოლო შეუდგეს მას, არა თუ რაჲთამცა მოძღუარი შეურაცხ-ყვეს, არამედ უფროჲსად, რამეთუ ჰრწმენა სიტყუაჲ მისი. და ესმა რაჲ, ვითარმედ იგი ნათელ-სცემს სულითა წმიდითა, შეუდგეს მას, რაჲთამცა ცნეს, თუ რაჲ აქუს უმეტესი იოვანესა. და იხილე მოსწრაფებაჲ მათი კრძალულებითურთ, რამეთუ არა მოუჴდეს მეყსეულად იესუს და ჰკითხეს მაღალთა რათმე და დიდთა საქმეთათჳს წინაშე ყოველთასა, არამედ ისწრაფეს თჳსაგან სიტყუად მისა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ მოძღურისა მათისა სიტყუანი ჭეშმარიტ იყვნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მეორისა მისცა სახელი არა გუაუწყა? რამე-თუ ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ თჳთ ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...(შდრ. მათ. 13,55); და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ; და ამას ყოველსა უბადრუკნი იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხად აქუნდა ქრისტე.

ხოლო რაჟამს იოვანე მარადის მისა მიმართ მიავლენდა მათ, და მათ სირცხჳლ-უჩნდა საქმე ესე და ენება, რაჲთამცა უფროჲსად იოვანე აქუნდა მოძღურად, ხოლო ცხადად ამისა თქუმად ვერ იკადრებდეს, არამედ არა მიავლინნეს მისა მიმართ შეურაცხნი კაცნი, არამედ მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთამცა ჰკითხეს, თუ: „შენ ვინ ხარ?“ რამეთუ არა თუ უცნაური კაცი იყო, არამედ შობაჲცა მისი ყოველთა მიერ იქმნა საცნაურ, ვიდრემდე იტყოდეს, ვითარმედ: „რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე?“ და რაჟამს იორდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).:

...(მარკ. 2,5); და კუალად იტყჳს: „რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; ; ჰხედავა, ვითარ იქმნების მადლი მის მიერ? ხოლო გულისხმა-ყავ ჭეშმარიტებაჲცა, რამეთუ მადლსა ესეცა საქმჱ და საქმეცა იგი ავაზაკისაჲ გამოაჩინებს მას და ნიჭიცა იგი ნათლის-ღებისაჲ და მადლი იგი სულისაჲ მის მიერ მონიჭებული და სხუანი მრავალნი. ხოლო ჭეშმარიტებაჲ კუალად გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ სახენი მისნი ვიხილნეთ, რამეთუ რომელნი-იგი აღსრულებად იყვნეს ახალსა ამას შინა შჯულსა, პირველვე გამოსახნეს სახეთა მათ ძუელისათა, და მოვიდა რაჲ, ქრისტემან აღასრულნა იგინი საქმით. ხოლო უკუეთუ გნებავს, ვიხილნეთ სახენიცა იგი მცირედ რაჲმე, რამეთუ არცა შესაძლებელ არს ყოველთავე ერთბამად თქუმად, არამედ მცირედისაგან გულისხმა-ვყოთ ყოველივე. და უკუეთუ გნებავს, ვთქუათ ვნებისათჳს. და იხილე უკუე, რასა იტყჳს სახე იგი, ვი-თარმედ: „მიიღეთ კრავი იგი და დაკალთ! და ქმნესცა ყოველი იგი, რაოდენიცა ჰრქუა მათ“....

სრულად ნახვა