მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 16:3

2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა.3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 16
3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...მზისასა“, უკუანაჲსკნელ სხუათასა, რამეთუ ესე მო სლვაჲ ამათ დედათაჲ უკუანაჲსკნელ ყოველთა მოსლვათა იყო.

„და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? და მიხედნეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად“.

ხოლო ესე სიტყუაჲ სალომესი არს, რომელი არღა მოსრულ იყო საფლავად, და სხუათა მათ დედათა ეტყოდა; რამეთუ იგინი, რომელნი პირველცა მოსრულ იყვნეს და ეხილვა გარდაგორვაჲ ლოდისაჲ მის, არა ეგებოდა მათგან თქუმად ესე, არამედ სალომესი არს სიტყუაჲ ესე.

ხოლო მი-რაჲ-იწინეს საფლავად და შევიდეს მარიამნი იგი და სალომე, „იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს“. რამეთუ უმეტეს სხუათასა იყო სალომე უსწავლელ, ამისთჳს ხილვითა ბრწყინვალითა იხილა ანგელოზი, რაჲთა ცნას გონიერად დიდებაჲ უფლისაჲ.

ამისთჳს ჰრქუა მათ ანგელოზმან: „ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ეგერა წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვი-თარცა გრქუა თქუენ. და მა...

სრულად ნახვა