მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 15:34

33. და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.34. და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?35. და რომელთამე წინაშე მდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა ელიას ხადის.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 15
34. და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ჴელთ-იგდო იგი. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ ივლტის შეძრწუნებული, კუალად კაცობრივთა სიტყუათა იტყოდა, ვითარცა გუასწავებს მახარებელი, ვითარმედ: „ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე?“ ;

ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა ეშმაკი კუალად იჭუეულ იქმნას, და რომლისაგან ძრწოდა და იტყოდა, ვითარმედ: ღმერთი არს, შეჰრაცხოს კაცად უძლურად და არა ივლტოდის ამის ჴმისაგან. სცთა ყოვლადბოროტი იგი და კუალად ვითარცა კაცსა მოუჴდა. მაშინ სრულიად დაეკუეთა და წარწყმდა.

რამეთუ მიიღო რაჲ უფალმან სასუმელი სიკუდილისაჲ, და უგუმირეს ლახურითა გუერდსა მას ცხოელსმყოფელსა, რომლისაგან გარდამოჴდა სისხლი და წყალი (რაჲთა ვითარცა პირველ შემოვიდა საცთური დედაკაცისა მისგან, ადამის გუერდით დაბადებულისაჲთ, ეგრეთვე გუერდისაგან მეორისა ადამისა გამოჴდეს ცხორებაჲ და საჴსარი პირველისაჲ მის, რამე-თუ სისხლი იგი საჴსარი იყო, ხოლო წყალი - განსაწმედელი), მაშინ წარწყმდა სრულიად მტერი იგი ბოროტი; რამეთუ მოკუდა უფალი ბუნებითა მით კაცობრივითა, და ეშმაკი წარმოიტყუენა და მკუდარ იქმნა. ჰგონებდა, რაჲთა ეუფლოს, ვითარცა კაცსა, და შეიმუსრა ძალი მისი, და ყოველთა გულისჴმა-ყვეს ღმრთეებ...

სრულად ნახვა