მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 15:2

1. და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს.2. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ.3. და შეასმენდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი ფრიად.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 15
2. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).:

...(შდრ. იოან. 19,17) და ვითარცა დაშჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი. ; ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთუ მაშინცა ისაკ აღიკიდა შეშაჲ, არამედ მუნ ნებისამებრ მამისა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ სახჱ იყო, ხოლო აქა ჭეშმარიტებით აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ იყო და არა იგავი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მივიდეს თხემისა ადგილსა, სადა-იგი ჯუარსაცუეს“ (19,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ადამ მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა, ;

სრულად ნახვა