...რამეთუ განიძარცუა რაჲ უფალმან და განეწყო მისა მიმართ, იქმნა საქმე იგი უხილავად საძლეველ ეშმაკისა. და მეყსეულად შეჰმოსეს მას, ვითარცა იოვანე იტყჳს, „ძოწეული“, და ვითარცა მათე და მარკოზ იტყჳან, „სამოსელი მეწამული“; ; და გჳრგჳნი ეკალთაგან დაადგეს თავსა მისსა; და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა; და მუჴლნი დაიყარნეს მის წინაშე და თაყუანის-სცემდეს მას.
ეჰა საკჳრველი ახალი და დიდებული და ჭეშმარიტად სასწაული დიდისა ძლევისაჲ! რამეთუ რომელი-იგი ვითარცა კაცი დასაჯეს სიკუდილად, მას ვითარცა ღმერთსა თაყუანის-სცემდეს; და რომელსა ეკიცხევდეს, ვითარცა უნდოსა ვისმე, მას მეუფედ აღიარებდეს; და განსძარცუეს მას ლიტონი სამოსელი და შეჰმოსეს ძოწეული; და რომელსა უმეცრებით შეურაცხ-ჰყოფდეს, მას უნებლიეთ წინაჲსწარმეტყუელით ხადოდეს; და რომელსა სცემდეს და ემღერდეს, ძლევისა სახესა მისცემდეს მას: მეწამულსა სამოსელსა და ეკალთაგან გჳრგჳნსა და ლერწამსა. რამეთუ დაღაცათუ ამას ყოველსა ბასრობით იქმოდეს, არამედ უმეცარ იყვნეს, ვითარ უნებლიეთ ძლევითშემოსილობასა მისსა აღიარებდეს.
რამეთუ შეგინებულ იყო ქუეყანაჲ ცოდვითა ეშმაკისა მიერ და შებღალულ იყო სისხლითა. პირველად, აღაღო რა...