მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 14:71

70. ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ გალილეველ ხარ, სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს.71. ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ.72. და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14
71. ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო პეტრე ჯდა ეზოსა შინა. და მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: შენცა იყავ იესუჲს თანა, ნაზარეველისა. ხოლო მან უარ-ყო წინაშე ყოველთა და თქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესე იყო იესუჲს თანა, გალილეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი და ჰრქუეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო პეტრე შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმა იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრეღა არა ეყივლოს ქათამსა, სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე პეტრე და ტიროდა მწარედ“ (26,69-75).:

...რ იტყჳს მათე, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან პეტრეს: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობამდე, სამ გზის უვარ-მყო მე“; ხოლო მარკოზ ეგრე გუასწავებს: ოდეს-იგი მესამედ უარ-ყო პეტრე, ვითარმედ: „არა ვიცი კაცი იგი, მეყსეულად მეორედ ქათამმან ჴმა-ყო“. არამედ ერთ არს ორთავე ამათ მახარებელთა სიტყუაჲ.

რამეთუ ჩუეულებაჲ აქუს ქათამთა თითოეულსა ჯერსა სამგზის და ოთხგზისცა ჴმობად. ამას უკუე მოასწავებს მარკოზ, ვითარმედ არცა თუ ჴმობამან ქათმისამან მოაჴსენა მას სიტყუაჲ იგი უფლისაჲ. ორთავე უკუე მახარებელთა სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს.

რამეთუ ვიდრე ერთიღა ჯერი არა აღესრულა ქათამსა, სამგზის უვარყო. ხოლო ერთსა ამას ჯერსა, ვითარცა ვთქუ, სამგზის და ოთხგზისცა ჴმობს. და მიხედნა რაჲ უფალმან და მოაჴსენა სიტყუაჲ თჳსი, და ცნა პეტრე, რაჲ-იგი შეემთხჳა, ვერვე იკადრა ტირილი შიშისათჳს ჰურიათასა, არამედ „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“, და შეინანა ცოდვაჲ თჳსი სახიერებითა და კაცთმოყუარებითა უფლისაჲთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს მღდელთმოძ - ღუართა და მოხუცებულთა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პილატეს მთავარსა“ (27,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: განიზრა...

სრულად ნახვა