...(ლუკ. 22,61) ხოლო თავით თჳსით მო-ცავერ-იგონა, არამედ მიხედვაჲ უფლისაჲ ექმნა მას მამხილებელ და მომჴსენებელ, ესოდენი შიში დაცემულ იყო მის ზედა.
ხოლო მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: პირველსა მას უარის-ყოფასა მისსა ქათამმან ჴმა-ყო პირველი ჴმობაჲ; და მესამესა უარის-ყოფასა მეორედ ჴმა-ყო. ესრეთ გამოწულილვით იტყჳს ჭეშმარიტებასა მას ქრისტეს სიტყუათასა და უძლურებასა მას და შიშსა პეტრესსა. რამეთუ მარკოზ მოწაფე იყო პეტრესი და მისგან ესწავა საქმისა მის თხრობაჲ. და არა დაფარა ცთომაჲ იგი მოძღურისა თჳსისაჲ, არამედ უფროჲსად სხუათა მახარებელ-თასა გამოაჩინა.
ხოლო ვითარ იტყჳს მათე, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან პეტრეს: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობამდე, სამ გზის უვარ-მყო მე“; ხოლო მარკოზ ეგრე გუასწავებს: ოდეს-იგი მესამედ უარ-ყო პეტრე, ვითარმედ: „არა ვიცი კაცი იგი, მეყსეულად მეორედ ქათამმან ჴმა-ყო“. არამედ ერთ არს ორთავე ამათ მახარებელთა სიტყუაჲ.
რამეთუ ჩუეულებაჲ აქუს ქათამთა თითოეულსა ჯერსა სამგზის და ოთხგზისცა ჴმობად. ამას უკუე მოასწავებს მარკოზ, ვითარმედ არცა თუ ჴმობამან ქათმისამან მოაჴსენა მას სი...