...(იოან. 18,31) და აწ შჯულისა მიმართ მიივლტით? და იხილე შესმენაჲ იგი: „ძე ღმრთისა ყო თავი თჳსიო“. და ესე ბრალობაჲ არსა? რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ იყო და ძისა ღმრთისა საქმეთა იქმოდა და იტყოდა, ვითარმედ: „ძჱ ღმრთისაჲ ვარი“. ; ხოლო ამას ყოველსა რაჲ იტყოდეს, ქრისტე დუმნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“. ; ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“, ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს, და არა ეშინის, არამედ შემოიღეს სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „რომელი მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, იგი სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12), ამისთჳს კუალად ჰკითხა პილატე, ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, რამეთუ რომელსა-იგი ჰრქუა, ვითარმედ: „მე ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ ვარ, და მეუფებაჲ ჩემი...
სახარებაჲ მარკოზისი 14:61
60. და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ?61. ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ?62. ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14