მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 14:6

5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.6. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა.7. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14
6. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).:

...(იოან. 18,31) და აწ შჯულისა მიმართ მიივლტით? და იხილე შესმენაჲ იგი: „ძე ღმრთისა ყო თავი თჳსიო“. და ესე ბრალობაჲ არსა? რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ იყო და ძისა ღმრთისა საქმეთა იქმოდა და იტყოდა, ვითარმედ: „ძჱ ღმრთისაჲ ვარი“. ; ხოლო ამას ყოველსა რაჲ იტყოდეს, ქრისტე დუმნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“. ; ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“, ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს, და არა ეშინის, არამედ შემოიღეს სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „რომელი მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, იგი სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12), ამისთჳს კუალად ჰკითხა პილატე, ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, რამეთუ რომელსა-იგი ჰრქუა, ვითარმედ: „მე ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ ვარ, და მეუფებაჲ ჩემი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო პეტრე ჯდა ეზოსა შინა. და მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: შენცა იყავ იესუჲს თანა, ნაზარეველისა. ხოლო მან უარ-ყო წინაშე ყოველთა და თქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესე იყო იესუჲს თანა, გალილეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი და ჰრქუეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო პეტრე შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმა იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრეღა არა ეყივლოს ქათამსა, სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე პეტრე და ტიროდა მწარედ“ (26,69-75).:

...(ლუკ. 22,61) ხოლო თავით თჳსით მო-ცავერ-იგონა, არამედ მიხედვაჲ უფლისაჲ ექმნა მას მამხილებელ და მომჴსენებელ, ესოდენი შიში დაცემულ იყო მის ზედა.

ხოლო მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: პირველსა მას უარის-ყოფასა მისსა ქათამმან ჴმა-ყო პირველი ჴმობაჲ; და მესამესა უარის-ყოფასა მეორედ ჴმა-ყო. ესრეთ გამოწულილვით იტყჳს ჭეშმარიტებასა მას ქრისტეს სიტყუათასა და უძლურებასა მას და შიშსა პეტრესსა. რამეთუ მარკოზ მოწაფე იყო პეტრესი და მისგან ესწავა საქმისა მის თხრობაჲ. და არა დაფარა ცთომაჲ იგი მოძღურისა თჳსისაჲ, არამედ უფროჲსად სხუათა მახარებელ-თასა გამოაჩინა.

ხოლო ვითარ იტყჳს მათე, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან პეტრეს: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობამდე, სამ გზის უვარ-მყო მე“; ხოლო მარკოზ ეგრე გუასწავებს: ოდეს-იგი მესამედ უარ-ყო პეტრე, ვითარმედ: „არა ვიცი კაცი იგი, მეყსეულად მეორედ ქათამმან ჴმა-ყო“. არამედ ერთ არს ორთავე ამათ მახარებელთა სიტყუაჲ.

რამეთუ ჩუეულებაჲ აქუს ქათამთა თითოეულსა ჯერსა სამგზის და ოთხგზისცა ჴმობად. ამას უკუე მოასწავებს მარკოზ, ვითარმედ არცა თუ ჴმობამან ქათმისამან მოაჴსენა მას სი...

სრულად ნახვა