მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 14:53

52. და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი.53. და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14
53. და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 14, მ. 1-5)

1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. 2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ. 3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? 5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.

საბჭო ქრისტეს წინააღმდეგ ოთხშაბათს შეიკრიბა. აი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვმარხულობთ ოთხშაბათს. მტრებს სურდათ მოეცადათ, ვიდრე დღესასწაულის ჟამი გაივლიდა, მაგრამ ეს არ იქნეა დაშვებული. უფალმა თავად განსაზღვრა რა თავის ვნება, კეთილ ინება სწორედ პასექის დროს მიეცა თავი ჯვარცმისთვის, რადგანაც თავად იყო ჭეშმარიტი პასექი. აქ უნდა გაგვაკვირვოს უფლის ძლიერებამ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა პეტრეს მჴევალმან მან: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარა ამის კაცისათაჲ? ჰრქუა პეტრე: არა ვარ“ (18,17).:

...ფიცხლით და რისხვით იყო, არამედ უფროჲსად ლმობიერებით. ხოლო ნუუკუე შენცა ამისთჳს სთქუა, ვითარმედ: იოვანე შინა იყო, და მან ესრეთ ტკბილად ჰკითხა, არამედ პეტრე იგიცა ვერ თავს-იდვა? ხოლო იესუ წარსცეს კაიაფაჲსა შეკრული, და პეტრე დგა გარე და ტფებოდა. ; ; ; ეჰა რაზომითა სიმძიმითა შეპყრობილ იყო მჴურვალჱ იგი და ცეცხლებრ მოტყინარჱ გულითა პირველ, შე-რაჲ-იპყრეს იესუ, ხოლო აწ ყოლადვე არა აღიძრვოდა, არამედ ჯდა და ტფებოდა. და რაჲთა სცნა, თუ რაზომი არს კაცობრივისა ბუნებისა უძლურებაჲ, ოდეს ღმერთმან დაუტეოს ვინ, და ჰკითხეს მას, და კუალად უარ-ყო. და მერმე ნათესავმან მან მის მონისამან, რომლისადა ყური წარეკუეთა პეტრეს, იგი შესწამებდა, ვითარმედ: „არა მე გიხილეა მტილსა მას მის თანა?“ (18,26). და მტილი რაჲ აჴსენა, არავე ლმობიერ იქმნა პეტრე, არამედ კუალადცა უარ-ყო.

ხოლო რაჲსათჳს ოთხთავე მახარებელთა ერთობით თქუეს პეტრეს-თჳს? არა თუ მას შეასმენენ, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთამცა გამოაჩ...

სრულად ნახვა