...რს“, და ესრეთ გამოაჩინა, ვითარმედ იცის მისი მიმცემელობაჲ. ხოლო ცხადად არა ამხილა, არამედ მიუშუა, რაჲთა ნუუკუე მოდრკეს, ვითარ უკუე სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: ყოველთა მოწაფე-თა თქუეს, და მანცა თქუა, ; გარნა სხუათა დაღაცათუ თქუეს, არა მით გულისსიტყჳთა თქუეს. ხოლო უკუეთუ გამო-ვინ-ეძიებდეს, თუ: ვითარ, რომელ მპარავი იყო, და უფალმან მას მიანდო გუადრუცი იგი გლახაკ-თაჲ, რაჲთა მას აქუნდეს, ; (13,29) ვინაჲთგან ვეცხლისმოყუარე იყო? ხოლო ჩუენ ამის საქმისათჳს ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: დაფარული ამისი მიზეზი ღმერთმან უწყის. უკუეთუ კულა ჩუენცა ვიტყოდით, რომელსა ვჰგონებთ, ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: რაჲთა მოუწყჳდოს მიზეზი მისი ყოველივე, რამეთუ მან რაჲ-იგი ქმნა, ვეცხლისმოყუარებით ქმნა, და აქუნდა გუადრუცისა მისგან ნუგეშინის-ცემაჲ გულისთქუმისა მის მისისაჲ. და ამისთჳს ქრისტე არას ამხილებდა მპარვობასა, რომელმან-იგი ყოველივე იცოდა, რამეთუ ენება, რაჲთამცა არა ჰმძლავრობდა მას გულისთქუმაჲ იგი, და რაჲთამცა ყოველივე მიზეზი მოუწყჳდა, არამედ ესე ოდენ თქუა:
სახარებაჲ მარკოზისი 14:4
3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა.4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის?5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14