მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 14:36

35. და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანა-წარჰჴდეს ჟამი იგი მისგან.36. და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს.37. და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14
36. და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 14, მ. 1-5)

1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. 2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ. 3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? 5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.

საბჭო ქრისტეს წინააღმდეგ ოთხშაბათს შეიკრიბა. აი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვმარხულობთ ოთხშაბათს. მტრებს სურდათ მოეცადათ, ვიდრე დღესასწაულის ჟამი გაივლიდა, მაგრამ ეს არ იქნეა დაშვებული. უფალმა თავად განსაზღვრა რა თავის ვნება, კეთილ ინება სწორედ პასექის დროს მიეცა თავი ჯვარცმისთვის, რადგანაც თავად იყო ჭეშმარიტი პასექი. აქ უნდა გაგვაკვირვოს უფლის ძლიერებამ....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის