...სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტებით ჩუენი ბუნებაჲ შეემოსა, რამეთუ ვინაჲთგან ესე მახარებელი უფროჲს სხუათასა მაღალთა და ღმრთეებისა საქმეთა იტყჳს მისთჳს, ამისთჳს აქა ფრიადი სიმდაბლჱ აჩუენა, რამეთუ არცა სიკუდილისათჳს თქუა, ვითარცა სხუათა, ვითარმედ: „შეურვებულ იყო“, ; არამედ უფროჲსად წინააღმდგომი თქუა, ვითარმედ: „დასცნა იგინი პირსა ზედა თჳსსა“, და ამისთჳს აქა იტყჳს ამას სიმდაბლისა სახესა, ვინაჲთგან მუნ არა თქუა. რამეთუ სიკუდილისათჳს ესრეთ იტყჳს, ვი-თარმედ: თქუა იესუ, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად მისა“, და არარას იტყჳს მუნ კაცობრივსა. ამისთჳს აქა ფრიად კაცობრივსა საქმესა იქმს, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ მისი, რამეთუ მათე შეურვებისა მისგან და შიშისა და ოფლისა მოასწავებს მისსა კაცებისა ბუნებასა, ხოლო ესე - გლოვისაგან. უკუეთუმცა არა ჭეშმარიტად ჩუენისა ბუნებისაჲ იყო, ვი-თარმცა შეპყრობილ იქმნა გლოვისა მიერ ერთ და ორგზისცა? ხოლო ჰურიათა მათ, რომელნი აბრალობდეს მას, არარაჲ ჰრქუა; რამეთუ რად საჴმარ იყვნეს სიტყუანი ესე, ვინაჲთგან საქმით ეგულებოდა...
სახარებაჲ მარკოზისი 14:34
33. და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის თანა, იწყო დასულებად და ურვად.34. და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით.35. და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანა-წარჰჴდეს ჟამი იგი მისგან.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14