...რს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“, უკუეთუმცა სხუაჲ არარაჲ ეთქუა, ფრიადსა საძიებელსა მოგუცემდა, რაჲთა ვეძიებდეთ მიზეზსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“. ანუ სიტყჳსა ამის მიერ მცირედსა საქმესა გულისხმა-ჰყოფა, რაჟამს გესმეს, ვითარმედ ესევითარსა კადნიერებასა მისცე...
სახარებაჲ მარკოზისი 14:33
32. და მოვიდეს დაბასა, რომლისაჲ სახელი გეთსამანიაჲ. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო.33. და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის თანა, იწყო დასულებად და ურვად.34. და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14