...(ესაია 26,10) არამედ ჩუენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს, ჵ უფალო უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავად მის დიდებისაგან, რამეთუ უკუეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩუენთჳსცა თქუმად, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით. ; და რაჲსათჳს ცხოველ ვართ, ანუ რაჲსა ვიქცევით, უკუეთუ მის დიდებისაგან დავაკლდებით და მეუფესა ჩუენსა ვერ ვიხილავთ? რამეთუ უკუეთუ რომელნი ამას მზისა ნათელსა ვერ ხედვენ და მწარესა ცხორებასა შინა არიან, რაჲ-მე ყოფად არს მათთჳს, რომელნი მის დიდებისაგან დააკლდენ? რამეთუ აქა ესე ოდენ არს დაჭირვებაჲ, რომელ ნათელსა ვერ იხილვენ, ხოლო მუნ არა ესრეთ არს, არცა ესე ოდენ არს ტანჯვაჲ, არამედ ესრეთ უმწარეს არს, რაოდენ იგი მზე ამის მზისა უბრწყინვალეს არს შეუმსგავსებელად. და კუალად ესეცა არს, რამეთუ რომელნი მის ნათლისაგან დააკლდენ, არა ბნელსა ოდენ მივლენ, არამედ საუკუნოდცა წუვაჲ ცეცხლსა შინა მოიწევის მათ ზედა და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
ნუმცა უკუე შთავცჳვით მცირითა ამით სულმოკლებითა საუკუნესა მას სატანჯველსა, არამედ განვიფრთხოთ და ვიღუაწოთ, რაჲთა განსუენებასა მას მივემთხჳნეთ და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი დიოდის საშინელითა ოხრითა წინაშე საყ...