...არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? ვჰრქუათ მწვალებელთა, ვითარმედ: ოდეს მიიღო მათ ზედა ჴელმწიფებაჲ, პირველ დაბადებისა მათისა ანუ შემდგომად დაბადებისა? რამეთუ იგი იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად განჴორციელებისა და აღდგომისა“, ; და მაშინ იტყჳს: „მომეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ნუუკუე არა აქუნდაა ჴელმწიფებაჲ თჳსთა დაბადებულთა ზედა? რომელმან დაჰბადნა, ჴელმწიფებაჲ არა აქუნდაა? და ვითარ? რამეთუ ყოველივე საუკუნითგან მან ქმნა და პირველთა მათ ჟამთა რომელთამე სტანჯვიდა ცოდვისათჳს და რომელთამე პატივ-სცემდა სათნოებისათჳს. ანუ მაშინ აქუნდა ჴელმწიფებაჲ და მერმე მიეღო და კუალად მიეცა? და რომელმანმცა ეშმაკმან თქუა ესე? ხოლო უკუეთუ მაშინცა და აწცა იგივე ჴელმწიფებაჲ აქუნდა, „რამეთუ ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, რაჟამს წარავლენდა წარმართთა მიმარ...
სახარებაჲ მარკოზისი 14:2
1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ.3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14