მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 14:18

17. და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა.18. და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა.19. ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუუკუე მე ვარ? და სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14
18. და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 14, მ. 1-5)

1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. 2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ. 3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? 5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.

საბჭო ქრისტეს წინააღმდეგ ოთხშაბათს შეიკრიბა. აი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვმარხულობთ ოთხშაბათს. მტრებს სურდათ მოეცადათ, ვიდრე დღესასწაულის ჟამი გაივლიდა, მაგრამ ეს არ იქნეა დაშვებული. უფალმა თავად განსაზღვრა რა თავის ვნება, კეთილ ინება სწორედ პასექის დროს მიეცა თავი ჯვარცმისთვის, რადგანაც თავად იყო ჭეშმარიტი პასექი. აქ უნდა გაგვაკვირვოს უფლის ძლიერებამ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:

...(მარკ. 8,33) ამისთჳსცა არცა ეშინოდა. ვინაჲთგან უკუე შეჰრისხნა მას უფალმან, და მას ფრიადითა გულსმოდგინებითა ეთქუა, და არა სათნო-ეყო უფალსა, არამედ სატანა უწოდა, ამისა შემდგომად ესმა რაჲ, ვითარმედ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, ; ; სამართლად შეძრწუნდა. და აწ უკუე არა იტყჳს, თუ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, არამედ: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არსო“. ხოლო თქუა ესე, რაჲთა უჩუენოსცა, თუ ვითარ არარაჲ კაცობრივი იპოვების მისსა სწავლასა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა დაუტევეს და იგინი ოდენ დაადგრეს მის თანა, პეტრჱს მიერ ყოველნივე აღიარებდეს მას ქრისტედ; რაჲთა არა ჰგონებდენ მას, თუ: ამისთჳს კაცობრივად გუეტყოდის ჩუენ, ამისთჳს განაყენებს იგი სიტყუასა თჳსსა ყოვლისაგანვე კაცობრივისა.

ხოლო სიტყუაჲ მისი, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: არარაჲ არს, რომელმანმცა დამაყენა მე მხილებად ბოროტთა. ნუ ჰგონებთ, თუ ვინაჲთგან ჩემ თანა დაადგერით, ამისთჳსმცა კაცობრივ რაჲმე გეტყოდე თქუენ, ანუ რომელ შემომიდეგით მე, ამისთჳსმცა არა ვამხილე უკეთურთა. რამეთუ რომელი ამათსაცა უზეშთაეს არს, ვერცა იგი დამაყენებს ამისგან, რამეთუ რომელი დაა...

სრულად ნახვა