მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 14:1

1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 14
1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:

...რმედ: „ერ-თი თქუენგანი ეშმაკი არს“, და ყოველთა ზედა მოაწევს შიშსა მას, რაჲ-თამცა მან უბადრუკმან გულისხმა-ყო. ხოლო კეთილ არს აქა ძიებაჲ, თუ რაჲსათჳს არას იტყჳან აქა მოციქულნი, ხოლო უკუანაჲსკნელსა მას თქუმასა მისსა შეშინდეს და თჳთოეული ეტყოდა, „ნუუკუე მე ვარო?“ ; და „პეტრე იოვანეს წამ-უყოფდა კითხვად მიმცემელისა მისთჳს, თუ ვინ არს“. რაჲ არს უკუე მიზეზი ამისი? რამეთუ ვინაჲთგან არა ეთქუა პეტრესდა, თუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“, ამისთჳსცა არცა ეშინოდა. ვინაჲთგან უკუე შეჰრისხნა მას უფალმან, და მას ფრიადითა გულსმოდგინებითა ეთქუა, და არა სათნო-ეყო უფალსა, არამედ სატანა უწოდა, ამისა შემდგომად ესმა რაჲ, ვითარმედ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, ; ; სამართლად შეძრწუნდა. და აწ უკუე არა იტყჳს, თუ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, არამედ: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არსო“. ხოლო თქუა ესე, რაჲთა უჩუენოსცა, თუ ვითარ არარაჲ კაცობრივი იპოვების მისსა სწავლასა შინა....

სრულად ნახვა