...აჲ არს უსაშინელეს ამის იგავისა, რამეთუ არღარა მანგალსა შემოიღებს მფრინვალესა, არცა დარღუევასა ზღუდისასა და მოჴდასა ღობისასა და დათრგუნვასა ვენაჴისასა, არამედ ცულსა აღლესულსა, და უსა-შინელესი იგი არს, რომელ ძირთა თანა ძეს. ესე იგი არს, „ახლოს არს, კართა ზედა“. ; რამეთუ ვინაჲთგან წინაწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა ურწმუნო ექმნებოდეს და იტყოდეს: სადა არს დღე იგი უფლისაჲ? და: „მოვედინ გაზრახვაჲ წმიდისა მის ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვიხილოთ“. რომელ მრავალგზის წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულის, ამისთჳს ჰრქუა მათ ქადაგმან ჭეშმარიტებისამან, ვითარმედ ახლოს არს ძირსა თანა ხეთასა მდებარე მოწევნადი იგი განდგომილთა ზედა რისხვაჲ, რამეთუ არღარაჲ არსო შორს, არამედ მახჳლი აწვე ძირსა მიახლებულ არს. არა თქუა, თუ: რტოთა ზედა მდებარე არს ანუ ნაყოფსა, არამედ ძირთა ზედა, რაჲთა მოასწავოს სრულიად აღმოფხურაჲ მათი და მოსპოლვაჲ. რამეთუ არა მონაჲ არს მოსრული ესეო, ვითარცა პირველნი იგი, არამედ თავადი მეუფე და უფალი, მოსაჯული ცხოელთა და მკუდარ-თაჲ, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს ტანჯვად და მიცემად გეჰენიასა. ხოლო არა თქუა, თუ: აწვე ცული ჰკუეთს ძირსა ხეთასა,...
სახარებაჲ მარკოზისი 13:2
1. და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ!2. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.3. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა:
სახარებაჲ მარკოზისი თავი 13