...(1 კორ. 13,4) არცა იგონებნ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან.
ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „გამოსცდიდა მას“, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს: „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“.
არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ და შეიკდიმა და სარგებელ ეყო, ამისთჳს აქო იგი უფალმან. რამეთუ არა პირველ აქო, არამედ ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: სიყუარული ღმრთისაჲ და სიყუარული მოყუსისაჲ „უფროჲს არს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა“. მაშინ ჰრქუა უფალმან: „არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“, რამეთუ სთქუ სიტყუაჲ ჭეშმარიტი და გზაჲ სათნოებისაჲ იცან.
და ეგრეთცა არავე სრული ქებაჲ მისცა მას, არამედ უჩუენა, ვითარმედ ნაკლულევან არს. რამეთუ რომელ-იგი ჰრქუა, თუ: „არა შორს ხარ“, უჩუენა, ვითარმედ არა მახლობელ არს, არამედ აქუს ნაკლულევანებაჲ და უჴმს მისი ძიებაჲ. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: „ერთ არს ღმერთი, და არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ“,...