მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 12:33

32. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე;33. და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.34. და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 12
33. და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“ (22,37-40).:

...ებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ და შეიკდიმა და სარგებელ ეყო, ამისთჳს აქო იგი უფალმან. რამეთუ არა პირველ აქო, არამედ ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: სიყუარული ღმრთისაჲ და სიყუარული მოყუსისაჲ „უფროჲს არს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა“. მაშინ ჰრქუა უფალმან: „არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“, რამეთუ სთქუ სიტყუაჲ ჭეშმარიტი და გზაჲ სათნოებისაჲ იცან.

და ეგრეთცა არავე სრული ქებაჲ მისცა მას, არამედ უჩუენა, ვითარმედ ნაკლულევან არს. რამეთუ რომელ-იგი ჰრქუა, თუ: „არა შორს ხარ“, უჩუენა, ვითარმედ არა მახლობელ არს, არამედ აქუს ნაკლულევანებაჲ და უჴმს მისი ძიებაჲ. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: „ერთ არს ღმერთი, და არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ“, და აქო სიტყუაჲ მისი უფალმან, ნუ გიკჳრს ესე, არამედ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის გულისსიტყუათაებრ მკითხველთაჲსა მისცემდა ქრისტე პასუხსა.

რაჲსათჳს უკუე აწ აქო კაცი იგი, რომელმან თქუა, ვითარმედ: გარეშე მამისა არავინ არს სხუაჲ ღმერთი? ესე ამისთჳს: ვინაჲთგან არა იყო ჟამი ჯერეთ გამოცხადებად ღმრთეებისა თჳსისა, დაუტევა იგი თჳსსავე გულისსიტყუასა ზედა და აქო მეცნიერებისათჳს ძუელისა მის შჯულისა,...

სრულად ნახვა