მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 12:3

2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.4. მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 12
3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).:

...ა, რაჲთა იხილოს დღე ჩემი, და იხილა და განიხარა“. და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“. ; ; და კუალად მრავალსა ადგილსა მოსეს აჴსენებს მათა მიმართ, და კუალად სხუათა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთათჳს მოციქული პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „სამოელითგან და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს ქრისტჱ და მოსლვასა მას მისსა ქადაგებდეს“. ხოლო იაკობს და მამასა მისსა, ვითარცა პაპსაცა, ესრეთ ეჩუენებოდა და ეტყოდა და მრავალსა კეთილსა აღუთქუმიდა მიცემად, რომელი-იგი აღასრულაცა. ხოლო ვითარ იგივე კუალად თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა სწადოდა ხილვად, რომელსა ჰხედავთ თქუენ, და ვერ იხილეს, და სმენად, რაჲ-ესე თქუენ გესმის, და არა ესმა”? ხოლო რაჲსათჳს, ნუუკუე არა მიიღესა გულისხმის-ყოფაჲ და იცნეს იგი? ჰე, ფრიადცა კეთილად იცნეს, და ესე საქმჱ გამოვაჩინო თჳთ ამისვე სიტყჳსაგან. იტყჳან ვიეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“ (22,37-40).:

...(1 კორ. 13,4) არცა იგონებნ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან.

ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „გამოსცდიდა მას“, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს: „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“.

არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ და შეიკდიმა და სარგებელ ეყო, ამისთჳს აქო იგი უფალმან. რამეთუ არა პირველ აქო, არამედ ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: სიყუარული ღმრთისაჲ და სიყუარული მოყუსისაჲ „უფროჲს არს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა“. მაშინ ჰრქუა უფალმან: „არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“, რამეთუ სთქუ სიტყუაჲ ჭეშმარიტი და გზაჲ სათნოებისაჲ იცან.

და ეგრეთცა არავე სრული ქებაჲ მისცა მას, არამედ უჩუენა, ვითარმედ ნაკლულევან არს. რამეთუ რომელ-იგი ჰრქუა, თუ: „არა შორს ხარ“, უჩუენა, ვითარმედ არა მახლობელ არს, არამედ აქუს ნაკლულევანებაჲ და უჴმს მისი ძიებაჲ. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: „ერთ არს ღმერთი, და არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ“,...

სრულად ნახვა