...ნააღმდგომად ღმრთისა ჰგონებდენ მას, და რაჲთა არა ურწმუნო იყვნენ ღმრთისა მიერ მოსლვისა მისისა, და რაჲთა არა შეჰრაცხონ იგი დამჴსნელად შჯულისა, და კუალად, მათისა მის შურისათჳს, და რამეთუ მრავალგზის იტყოდა ძუელსა შინა, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ; რამეთუ იგი ბუნებით მაღალ იყო, და არარაჲ ევნებოდა მას მდაბლისმტყუელებისა მიერ. ხოლო რომელი ბუნებით მდაბალი იყოს, მისდა არა ჯერ-არს ყოვლადვე მაღლისმეტყუელებაჲ, რამეთუ ესე ზუაობა არს. და აწცა უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რად ესრეთ მდაბლისმეტყუელებდა, რომელი-იგი მაღლისა მის და მიუთხრობელისა არსებისაჲ იყო? არამედ გულისხმა-ყავნ, ვითარმედ ამათ ყოველთა პირველთქუმულთა მიზეზთათჳს იტყოდა ესრეთ და კუალად ამისთჳსცა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს მისთჳს, ვითარმედ უშობელი არს. რამეთუ მოციქულსაცა პავლეს ეშინოდა ამის საქმისაგან, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა, რომელმან დაამორჩილა მას ყოველი“. ხოლო სწორებასა მისსა მამისა თანა კუალად მოასწავებს სხუასა ადგილსა და იტყჳს: „უკუეთუ არა ვიქმ საქმეთა მომავლინებელისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი“; და კ...
სახარებაჲ მარკოზისი 12:29
28. და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ?29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს;30. და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 12