მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 12:2

1. და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა.2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 12
2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...ნააღმდგომად ღმრთისა ჰგონებდენ მას, და რაჲთა არა ურწმუნო იყვნენ ღმრთისა მიერ მოსლვისა მისისა, და რაჲთა არა შეჰრაცხონ იგი დამჴსნელად შჯულისა, და კუალად, მათისა მის შურისათჳს, და რამეთუ მრავალგზის იტყოდა ძუელსა შინა, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ; რამეთუ იგი ბუნებით მაღალ იყო, და არარაჲ ევნებოდა მას მდაბლისმტყუელებისა მიერ. ხოლო რომელი ბუნებით მდაბალი იყოს, მისდა არა ჯერ-არს ყოვლადვე მაღლისმეტყუელებაჲ, რამეთუ ესე ზუაობა არს. და აწცა უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რად ესრეთ მდაბლისმეტყუელებდა, რომელი-იგი მაღლისა მის და მიუთხრობელისა არსებისაჲ იყო? არამედ გულისხმა-ყავნ, ვითარმედ ამათ ყოველთა პირველთქუმულთა მიზეზთათჳს იტყოდა ესრეთ და კუალად ამისთჳსცა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს მისთჳს, ვითარმედ უშობელი არს. რამეთუ მოციქულსაცა პავლეს ეშინოდა ამის საქმისაგან, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა, რომელმან დაამორჩილა მას ყოველი“. ხოლო სწორებასა მისსა მამისა თანა კუალად მოასწავებს სხუასა ადგილსა და იტყჳს: „უკუეთუ არა ვიქმ საქმეთა მომავლინებელისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი“; და კ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...(ლუკ. 20,22) და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, ამისთჳს ისმინე, ვითარ მიუგო მათ, ერთად, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მზაკუვარებით ჰკითხვენ და არა ცნობისათჳს, და მეორედ, რაჲთა გამოაცხადოს, ვითარმედ უფროჲს სიტყუათასა უქადაგებიეს საქმეთა მიერ. რამეთუ მიუგო, ვითარმედ: „გითხარ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...ობაჲ ძისაჲ მამისა თანა გულისხმა-ვყავთ? „მან გამოთქუაო“. რაჲ გამოთქუა? გარნა ესე, ვითარმედ: „ღმერთი არასადა ვინ იხილა“? და ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი“? არამედ ესე სხუათაცა წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს, და მოსე ღაღადებს, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ; და ესაია იტყჳს: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა არს“. რაჲ უკუე ვისწავეთ უმეტესი ძისაგან, რომელი-იგი არს წიაღთა შინა მამისათა? პირველად უკუეთუ თჳთ ესე სიტყუანი მისითავე ძალითა თქუმულ არიან, და კუალად ფრიად უმჯობესი და უზეშთაესი მოვიღეთ მის მიერ სწავლაჲ: ერთად, ვითარმედ „სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა უჴმს თაყუანისცემაჲ“, და ვითარმედ ხილვაჲ ღმრთისაჲ შეუძლებელ არს, და არავინ იცის იგი, გარნა ძემან, და ვითარმედ მამაჲ არს ძისა მხოლოდშობილისაჲ, და სხუაჲ რაოდენი მისთჳს თქუა. ხოლო „გამოთქუმაჲ“ ცხადსა და ძლიერსა საქმესა მოასწავებს, რომელი-იგი არა თუ ჰურიათა ოდენ მიმართ, არამედ ყოვლისა სოფლისა მიმართ ქმნა და წარჰმართა. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთასა არცა ჰურიანი ისმენდეს ყოველნივე, ხო...

სრულად ნახვა