...იყო შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო, მოკვდა უშვილოდ და ცოლი თავის ძმას დაუტოვა; მეორეც მოკვდა და, თესლი არ ჰყოლია, ცოლი ძმას დაუტოვა; ასევე მესამემ, მეოთხემ, მეხუთემ, მეექვსემ და მეშვიდემ. მაშ, აღდგომისას შვიდიდან ვისი ცოლი იქნება? ხომ ყველას ჰყავდა?" (; ; ). რა უპასუხა მათ ქრისტემ? „სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ. აღდგომასა მას მკუდრეთით არცა ჰხდებიან, არცა განჰხდებიან, არამედ, ვითარცა ანგელოზნი... არიან". ხედავ, ქრისტესადმი სიყვარულით ქალწულების ხვედრის ამრჩევნი, მიწაზე მცხოვრებნი და სხეულით შემოსილნი, როგორ მიბაძავენ ანგელოზურ ცხოვრებას? ამიტომ, რამდენადაც ეს ღვაწლი დიდი და მაღალია, იმდენად, და უფრო მეტადაც, დიდია გვირგვინები და ჯილდო, და სიკეთენი, რომელიც დაპირებულია მათთვის, ვინც ქალწულებასთან ერთად სხვა სათნოებებშიც იღწვის. „ხოლო ადამ, — ნათქვამია, — იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ" (). ვინაიდან ურჩობით ცოდვა შემოვიდა და განაჩენმა პირველი ადამიანები მოკვდავნი გახადა, ყოვლისშემძლე ღმერთი, თავისი სიბრძნით კაცთა მოდგმის გაგრძელებას რომ აწყ...
სახარებაჲ მარკოზისი 12:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ნება ერისა მის აღძრვაჲ და ამისთჳს შეაშინებენ ამით სახითა, ვითარმედ: უკუეთუ იხილონ ჰრომთა, რომელ კრებს ერსა, დაგუწამონ განდგომილებაჲ და ტყუე-ყონ ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწავლიდა; არა გიბრძანაა ხარკი მიცემად კეისარსა? ; ; არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა მათი წარიღეს, და იქმნა სიტყუაჲ იგი, რომელსა ტყუვილით იტყოდეს, ჭეშმარიტ, რომელსა არა მოელოდეს. თუ არა, ქრისტემან ვის ასწავა განდგომილებაჲ? რამეთუ იგი მარადის დაჰჴსნიდა განდ...
...დის სულთა ჩუენთა წარგუჴდიო?“ რაჲთამცა პოვეს სიტყუათა შინა მისთა ბიწი, რამეთუ ყოლადვე რასაცა ჰკითხვიდეს, არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ჭეშმარიტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“ ; ; და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით....