მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 11:23

22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ:23. გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.24. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 11
23. გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...სარწმუნოებაჲ დიდად კეთილ არს და დიდთა კეთილთა მიზეზი, ვიდრეღა სარწმუნოებისა მიერ შემძლებელ იქმნებიან საქმე-თა ღმრთისათა ქმნად სახელითავე მისითა. რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ გრწმენეს, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე, და იცვალოს“, ; (21,21); და ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უმეტესი ჩემსა ქმნეს“. ხოლო რაჲ არს უმეტესი? რამეთუ იქმოდეს აჩრდილნი მოციქულთანი სასწაულთა, რომელთა მიერ იდიდებოდა ქრისტე, რამეთუ არა ესრეთ დიდ არს ქრისტეს ამას სოფელსა შინა ყოფასა ქმნაჲ სასწაულთაჲ, ვითარ შემდგომად სიკუდილისა თჳსისა სახელითა მისითა სხუათა მიერ უმეტესთა საკჳრველებათა ქმნაჲ, რამეთუ ესე უეჭუელნი სასწაულნი იყვნეს აღდგომისა მისისაჲ.

დიდი კეთილი არს უკუე სარწმუნოებაჲ, რაჟამს მჴურვალისა გონებისა მიერ იყოს და სულისა კეთილისა; ესე გამოგუაჩინებს ჩუენ დიდად, ესე დაჰფარავს უნდოებასა კაცთასა და ზეცად მოაწევს გონებასა, და რომლისა პოვნაჲ კაცობრივსა სიბრძნესა ვერ ძალ-უც, ჰპოვებს იგი. ამისთჳს უკუე შეუდგეთ მას კეთილად.

რამეთუ რაჲსათჳს ვერ შეუძლეს წარმართთა ცნობად რაჲსამე? ანუ არა ყოველივე კაცობრივი სიბრძნჱ პოვესა? და რაჲსათჳს უკუე ვერ შეუ...

სრულად ნახვა