...ჲ, ვითარი ჯერ-არს, არა აქუნდა, რამეთუ რომელთა ესეცა არა უწყოდეს, ვითარმედ აღდგომაჲ მისი ჯერ-არს, ვითარმცა გულისხმა-ყვეს მაღალი რაჲმე საქმჱ? ამისთჳს ძეთაცა ზებედჱსთა ეტყოდა, ვითარმედ: „არა ჩემი არს მიცემაჲ, არამედ რომელთადა განმზადებულ არს მამისა ჩემისა მიერ“. ; და თავადი იგი არს, რომელი იქმს საშჯელსა, ხოლო აქა ერთობასა მასცა მოასწავებს, რამეთუ ვითარცა საყუარელისა ძისა მსახურნი, ესრეთ შეგიწყნარნეს თქუენ მამამან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს, და რაჲ ვთქუა? მამაო, მიჴსენ ამის ჟამისაგან“ (12,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად თქუას თუ ვინმე: და ვითარ მათ სიკუდილად აწუევდა? და აწ ესე სიტყუაჲ არა სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უფროჲსად სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს. რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ იგი გარეგან სალმობათა კაცობრივთა არს და ამისთჳს ადვილად გუაწუევს სიკუდილად, რომელნი-ესე კაცნი ვართ, ბუნებით სიკუდილისაგან მოშიშნი, და მას ამის საქმისა გამოცდილებაჲ არა აქუს, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ იგიცა შეურვებულ არს სიკუდილისაგან, არამედ ვინაჲთგან უმჯობჱსი იგი არს, ამისთჳს არა თანაწარჰჴდების მას. ხოლო ესე ყოველი კაცობრივისა ბუნებისაჲ არს და არა ღმრთე...