მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 10:38

37. ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა.38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?39. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 10
38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:

...ჳს სიყუარულისა წარემატა და თავ იქმნა კრებულისა მის მოციქულთაჲსა; და იოვანე ფრიადისა მის სიწმიდისა და სიმშჳდისა და სიკეთისათჳს სულისა მისისა უფროჲს ყოველთა შეყუარებულ იყო. ეგრეთვე იაკობ ფრიადისა სიმჴურვალისაგან ჰრქუა, ვითარმედ: ძალ-გჳც სუმად სასუმელი იგი, ; და არა ხოლო თუ თქუა, არამედ აღასრულაცა სიტყუაჲ თჳსი და პირველ ყოველთა მოციქულთასა მიიღო სასუმელი ქრისტესთჳს სიკუდილისაჲ. რამეთუ ესოდენ ფიცხელ იყო იგი და მძიმე ჰურიათა მიმართ, ვიდრეღა ჰეროდე დიდად ნიჭად მიჰმადლა ჰურიათა მოკლვაჲ მისი. ესრეთ უმეტესსა საზომსა იყვნეს სამნი ესე. ამისთჳს იგინი მიიყვანნა, რაჲთა უმეტესად უძლონ ხილვად, რამეთუ ხილვაჲ იგი საზომისაებრ სათნოებისა იქმნებოდა. ამის უკუე ხილვისათჳს იყო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არიან ვიეთნიმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი დიდებითა თჳსითა“. ესე იგი არს, ვიდრემდე იხილონ სახე განცხადებული, თუ ვითარ მეგულების მეორედ მოსლვად.

ხოლო სახელები არა თქუა სამთაჲ მათ, არამედ ესრეთ უცნაურად მიუთხრა, რაჲთა არარაჲ კაცობრივი შეემთხჳოს სხუათა მათ, რამეთუ ყოველნი სურვიელ იყვნეს ხილვად დიდებისა მის. ხოლო უწინარეს ესოდენთა დღეთა ამისთჳ...

სრულად ნახვა