მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 10:35

34. და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.35. და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ.36. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ?
სახარებაჲ მარკოზისი თავი 10
35. და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

...მას სრულებისასა. ამისთჳს ჰგონებდეს, თუ აღვიდენ რაჲ იერუსალჱმდ, გამოჩნდების სასუფეველი იგი ცათაჲ ხილული-თა წესითა, და ქრისტე მეუფედ დაჯდების იერუსალჱმს, და იგი არს ჟამი დიდებისა მისისაჲ.

მოუჴდეს უფალსა და ეტყოდეს: „მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მეყოს ჩუენ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს?“ არა თუ უმეცარ იყო, რაჲ-იგი ეგულებოდა მათ თხოად, არამედ ჰკითხა, რაჲთა მათ თჳთ გამოუცხადონ უძლურებაჲ თჳსი, და ესრეთ მისცეს მათ წამალი გულისჴმის-ყოფისაჲ. რამეთუ ვინაჲთგან ესმოდა მათ, ვითარმედ: „დასხდეთო ათორმეტთა საყდართა“, ენება, რაჲთა უმეტეს ყოველთა პატივცემულ იქმნენ. ამისთჳს ჰრქუეს მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუ, რაჲთა დავსხდეთ ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით“ (20,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უმეცარ იყვნეს, რასა-იგი ითხოვდეს, რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს, ვერმცა იკადრეს ესე თხოად. ამისთჳს ეტყჳს უფალი: „არა იცით, რასა ითხოვთ“. ორსა საქმესა მოასწავებს სიტყჳთა ამით, თუ: „არა იცით, რასა ითხოვთ“: ერთად, რომელ მეუფებისათჳს იტყოდეს და დიდებისა ხილულისა, რომლისათჳს არცა ერთი სიტყუაჲ ეთქუა მათდა ქრისტესა, არცა რად შეერაცხა, არცა მეუფებისათჳს სოფლიოჲსა აღეთქუა მათდა; და ეტყჳს: „არა იცით, რ...

სრულად ნახვა