...იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“ ; ; და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, ამისთჳს ისმინე, ვითარ მიუგო მათ, ერთად, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მზაკუვარებით ჰკითხვენ და არა...
სახარებაჲ მარკოზისი 10:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თუ ვის ეშურა, ანუ ძჳრი უზრახა, ანუ ბოროტისა წილ ბოროტი მიაგო, ანუ არა მისცა, რაჲ მას უჴმდა, არა შეუყუარებიეს, ვი-თარცა თავი თჳსი. და არა ესე ოდენ ბრძანა ქრისტემან, არამედ სხუაჲცა, ვითარმედ: „განყიდე მონაგები შენი, მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“, ; ; რამეთუ საქმეთა მიერ მსგავსებასა უწოდა შედგომად.
რასა უკუე ვისწავლით ამისგან? ერთად, ვითარმედ რომელსა ესე ყოველი არა აქუნდეს, ვერ მიემთხუევის სრულებასა მას ცხორებასა შინა, რამეთუ ვითარცა სისრულისა მომატყუებელი თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ გნებავს სრულ-ყოფაჲ, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“. და კუალად ამასცა გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ თჳთ მასცა ამხილა, ვითარმედ ამაოდ ზუაობს, რამეთუ რომელი ესევითარსა სიმდიდრესა შინა იყო და სხუათა შეურაცხ-ჰყოფდა სიგლახაკესა შინა, ვითარმცა შეიყუარა მან მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი? და არცა სადამე მას იტყოდა ჭეშმარიტებით. არამედ ჩუენ ვისწრაფოთ ყოვლითა ძალითა ყოვლისა მონაგებისა ჩუენისა მიცემად და მოსყიდად სასუფეველსა ცა-თასა, რამეთუ უკუეთუ კაცნი სოფლისა პატივისათჳს ყოველსა მონაგებსა მისცემენ, პატივისა აქავე დაშთომადისა, და მრავალგზის აქაცა არავე დაადგრ...
...ად და გამომცდელად ვერ ვიტყჳ, რამეთუ არცა ჯერ-არს უცნაურთა საქმეთათჳს ბრალისა შეჴდაჲ, და მარკოზცა განაქარვებს იჭუსა ამას, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ევედრებოდა მას“. და კუალად იტყჳს: „ხოლო იესუ მიხედა და შეუყუარდა იგი“. გარნა დიდ არს მძლავრებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. დაღაცათუ სხჳთა სახითა კეთილ და სათნო ვიყვნეთ, უკუეთუ იგი გუეუფლოს, ყოველსავე განჰრყუნის. ამისთჳს იტყჳს პავლე მოციქული, ვითარმედ: „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“, და მისგან აღმოეცენებიან ურიცხუნი ვნებანი.
ხოლო მო-რაჲ-უჴდა უფალსა და ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნა, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რაჲსათჳს ესრეთ მიუგო ქრისტემან, ვითარმედ: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“? ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ: ვინაჲთგან კაცი იგი, ვითარცა კაცსა ლიტონსა, მოძღურებითა სავსესა, მოუჴდა და არა ვითარცა ღმერთსა, ამისთჳს კაცობრივ ყო უფალმან მისა მიმართ სიტყუაჲ; და ამას მრავალგზის იქმს, იჭჳსაებრ მკითხველთაჲსა მისცემს პასუხსა, ვითარცა-იგი ოდესმე იტყოდა: „ჩუენ თაყუანის-...