მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 10:17

16. და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.17. და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?18. ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 10
17. და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ძჳრისჴსენებისათჳს და მოწყალებისა:

...რეულგზის საწყალობელ, რომელნი მას ნეტარებასა დააკლდენ.

და უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: და რომელი საქმჱ არს, რომელი მას ცხორებასა ღირს-მყოფს ჩუენ? ისმინე თავადისაჲ მის, რასა ეტყჳს ჭაბუკსა ვისმე, რომელმან თქუა, ვითარმედ: „რაჲ ვყო, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?“ ; ; და უფალმან ჰრქუა მას სხუათა მათ მცნებათათჳს და უკუანაჲსკნელ მოვიდა სიყუარულსა მოყუსისასა, ვითარცა ბეჭედსა მას ყოვლისასა. და უკუეთუ ვინ თქუას აწცა, ვითარმედ: არა მიმრუშავს, არა მიპარავს, არა კაც-მიკლავს, გარნა ესე-მე-მცა იპოვამცაა წარმართებაჲ, რაჲთამცა შეიყუარა მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი? რამეთუ უკუეთუ ვის ეშურა, ანუ ძჳრი უზრახა, ანუ ბოროტისა წილ ბოროტი მიაგო, ანუ არა მისცა, რაჲ მას უჴმდა, არა შეუყუარებიეს, ვი-თარცა თავი თჳსი. და არა ესე ოდენ ბრძანა ქრისტემან, არამედ სხუაჲცა, ვითარმედ: „განყიდე მონაგები შენი, მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“, ; ; რამეთუ საქმეთა მიერ მსგავსებასა უწოდა შედგომად.

რასა უკუე ვისწავლით ამისგან? ერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა წარვიდა მიერ, აჰა მო-ვინმე-უჴდა მას კაცი ერთი და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ-მე კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (19,15-16).:

...ა რულისაგან ძლეულად არა ვჰრიდებ წოდებად, რამეთუ ქრისტემანცა ესევითარი ვნებაჲ ამხილა მას; გარნა მზაკუვარად და გამომცდელად ვერ ვიტყჳ, რამეთუ არცა ჯერ-არს უცნაურთა საქმეთათჳს ბრალისა შეჴდაჲ, და მარკოზცა განაქარვებს იჭუსა ამას, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ევედრებოდა მას“. და კუალად იტყჳს: „ხოლო იესუ მიხედა და შეუყუარდა იგი“. გარნა დიდ არს მძლავრებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. დაღაცათუ სხჳთა სახითა კეთილ და სათნო ვიყვნეთ, უკუეთუ იგი გუეუფლოს, ყოველსავე განჰრყუნის. ამისთჳს იტყჳს პავლე მოციქული, ვითარმედ: „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“, და მისგან აღმოეცენებიან ურიცხუნი ვნებანი.

ხოლო მო-რაჲ-უჴდა უფალსა და ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნა, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რაჲსათჳს ესრეთ მიუგო ქრისტემან, ვითარმედ: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“? ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ: ვინაჲთგან კაცი იგი, ვითარცა კაცსა ლიტონსა, მოძღურებითა სავსესა, მოუჴდა და არა ვითარცა ღმერთსა, ამისთჳს კაცობრივ ყო უფალმან მისა მიმართ სიტყუაჲ; და ა...

სრულად ნახვა