მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 10:15

14. ვითარცა იხილა იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.15. ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.16. და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 10
15. ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეათე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 10, მ. 1-9)

1. და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ. 2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას. 3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე? 4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად. 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე. 6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა: 7. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, 8. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. 9. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

უფალი ხშირად ტოვებდა იუდეას ფარისეველთა სიძულვილის გამო მისდამი. მაგრამ ახლა ისევ მიდის იუდეაში, რამეთუ ახლოვდებოდა ჟამი მისი ვნებისა. თუმცა, იგი პირდაპირ იერუსალიმში კი არ მიდის, არამედ თავიდან „საზღვართა ჰურისტანისათა“, რათა სარგებელი მისცეს...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ყრმათა ქება და მტერთა დადუმება:

...ციქულებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ბავშვები უგალობდნენ. ამით კიდევ სხვასაც მიანიშნებს: ვინც მოძღვრებებს უახლოვდება, გონებით ბავშვი უნდა გახდეს. რადგან ამბობს: „რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას“ ().

„მტერთა შენთათჳს“ (). იმ მიზეზსაც ამბობს, რის გამოც ეს სასწაული მოხდა; რადგან სხვა სასწაულები მტრების გამო კი არ ხდებოდა, არამედ იმისათვის, რომ მისულებს კეთილისმყოფელობით ესარგებლათ, სხვები კი განსწავლულიყვნენ. ეს კი მხოლოდ ამისთვის არ მომხდარა, არამედ იმისთვისაც, რომ მტრებისთვის პირი დაეხშო; სხვა მთარგმნელი მათ უფრო ზუსტად წარმოაჩენს და ამბობს: „შენ შემკვრელთა გამო“. რადგან სწორედ ისინი იყვნენ, რომლებმაც იგი შეკრეს, როდესაც ჯვრისკენ მიჰყავდათ. „რათამცა დაიჴსნა მტერი იგი და შურისმგებელი“ (). სხვა ამბობს: „რ...

სრულად ნახვა