...თარმედ: „სავსებისაგან მისისა ყოველთა მოვიღეთ“, ხოლო აქუნდა სხჳსა მიერ, რაჲთამცა მოიღო; და კუალად იტყოდა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. ; ; ანუ რაჲმცა აქუნდა უმეტესი მოციქულთასა, უკუეთუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ. ხოლო რაჲსათჳს, იყო რაჲ მათ თანა, არა მოვიდა? ამისთჳს, რამეთუ არცა შეწირულ იყო...
სახარებაჲ მარკოზისი 1:8
7. ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა.8. მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.9. და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1