მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 1:7

6. ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა,7. ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა.8. მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1
7. ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იყოს მისა მოცემულ ზეცით. თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ მის წინაშე“ (3,27-28).:

...მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ჩემი წამებაჲ გრწამს, რამეთუ იტყჳთ, ვითარმედ: „რომლისათჳს შენ სწამე“, ამის მიერ შეიწყნარეთ და გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ფრიად უზეშთაეს არს იგი ჩემსა; რამეთუ მე ესევე ვწამე, ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“, ; ; ; და კუალად წამებაჲ იგი არა ჩემი იყო, არამედ ღმრთისაჲ. რამეთუ კაცსა რაჲმცა აქუნდა თავით თჳსით კეთილი? არამედ ღმრთისა მიერ. და წამებაჲცა იგი უკუე ღმრთისა მიერ იყო, რამეთუ უკუეთუ სარწმუნოდ გიჩნ, მე ესეცა ვწამე, ვითარმედ: „მოვლინებულ ვარ წინაშე მისა“, და მსახური ვარ, აღმასრულებელი სიტყუასა მომავლინებელისა ჩემისასა. არა თუ კაცობრივითა რაჲთმე საქმითა მივანიჭებ მას, არამედ მამისა მისისა მოვლინებითა ვიტყჳ ყოველსა, რომელი ბრძანებულ არს ჩემდა. და ნუ ჰგონებთ, თუ რომელ ვეწამე მას, ამისთჳს მე უმეტეს მისა ვარ, რამეთუ იგი არს უფალ ყოვლისავე. ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა აქუს სძალი, იგი სიძჱ არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა“ (3,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ, რომელი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...იუგო, რაჲთამცა უმეტესად გამოაცხადა მათი სიბოროტე. რამეთუ ვინაჲთგან იოვანე მრავალგზის ეწამა ქრისტესა და რაჟამს ნათელსცემდა, ყოველთა ეტყოდა, ვითარმედ: „მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერესი ჩემსა, მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“, ; ; ; ხოლო მათ ვითარცა უყუარდა მარადის კაცობრივი და ამაოჲ საქმე, არა ენება ესე, რაჲთა ქრისტესა დაემორჩილნენ, არამედ უფროჲსად იოვანე აქუნდა დიდად, ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს, ვი-თარმედ: „ძჱ არს ხუროჲსაჲ“, ; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).:

...გებად, უზეშთაესო შორის ნაშობსა დედათასა, უმეტესო წინაჲსწარმეტყუელთაო, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგებული თუალითა იხილე, ჴმაო სიტყჳსაო, სანთელო ნათლისაო, მეგობარო სიძისაო, მთიებო მზისა წინამორბედო, უკუეთუ არა იცოდე, ვითარმედ იგი არს, ვითარ სწამებდი? არა შენ იტყოდეა: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“? არა შენ იტყოდეა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, ვითარმედ ესე არს ძე ღმრთისაჲ“; არა იხილეა სული სახედ ტრედისა? არა გესმა ჴმაჲ მამისაჲ? არა აყენებდი მას და იტყოდე: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ“?3 არა ეტყოდეა მოწაფეთა შენთა: „მისდა ჯერ-არს აღორძინებაჲ, და ჩემდა დაკლებაჲ“?4 არა ეტყოდეა ერსა, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“? და ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“? ესე ყოველი არა პირველ სასწაულთა მათ და საკჳრველებათა ხილვისა იქადაგეა? ვითარ უკუე აწ, ოდე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ სიმდაბლისათჳს:

...მან და სარწმუნოებაჲ მისი სთნდა ფრიად; და კუალად პავლეცა იტყოდა: „არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად“. ამისთჳსცა თავთა მათ მოციქულთა თანა შეირაცხა და მოძღუარ ყოვლისა სოფლისა იქმნა; ეგრეთვე იოვანე წინამორბედი იტყოდა: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“. ამისთჳს მეგობრად სიძისა ეწოდა, და ჴელი მისი, რომელი თქუა, ვითარმედ არა ღირს არს ჴამლთა შეხებად, თავსა ზედა დაიდვა ქრისტემან; ეგრეთვე პეტრე თქუა: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ მე, უფალო“. ამისთჳსცა საფუძველ ეკლესიისა იქმნა. რამეთუ არარაჲ ესრეთ სათნო არს ღმრთისა, ვითარ კაცი მდაბალი, რომელსა აქუნდეს თავი თჳსი უცოდვილეს ყოველთა.

ესე არს თავი ყოვლისა სიბრძნისაჲ. ესევითარი იგი მდაბალი და შემუსრვილი არაოდეს ზუაობნ, არა განრისხნებინ, არა შეიწუებინ შურითა მოყუსისაჲთა, არცა სხუანი იგი ვნებანი ეუფლნიან მას, არამედ ყოველნივე სიმდაბლემან და მისმან მან ნაშობმან გლოამან განიოტნის სულისაგან, რამეთუ იგლოვნ თუ ვინმე ჴორციელთა საქმეთათჳს, სიკუდილისათჳს თჳსთაჲსა, ანუ წარწყმედისათჳს მონაგებთაჲსა, ანუ ესევითარისა რაჲსათჳსმე, გლოამან მან იოტნის ყოველნივე ვნებანი სულისა მისისაგან ჟამსა მას. რავდენ...

სრულად ნახვა