...ა, სხუანი იგი საქმენი ვითარ ქმნნა თჳნიერ ლოცვისა? რაჟამს-იგი ჰრქუა ეშმაკსა: „შენ გეტყჳ, განვედ მაგისგან!“ ; (5,8); და კეთროვანსა ჰრქუა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ იყო სახელი მისი ესევითართა საქმეთა ქმნად. ანუ ოდეს-იგი შეიქმოდა კაცსა, რომელი ლოცვაჲ იჴმარა? არა ჰხედავა მუნ ერთარსებასა მას, ვითარმედ:...
სახარებაჲ მარკოზისი 1:41
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ავალნი აცხოვნნა და დაარწმუნა ყოველ-თა, ვითარმედ არარას იქმს წინააღმდგომსა მამისასა. ამისთჳსცა სიტყჳთ მრავალგზის სიმდაბლით იტყჳს უფალი, ხოლო საქმით, რა-ჟამს იქმნ სასწაულთა, გამოაჩინებნ მუნ თჳსსა ჴელმწიფებასა, ვითარ ცა-იგი რაჟამს ჰრქუა კეთროვანსა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ...
...(იოან.10,15) და: „მე და მამაჲ ერთ ვართ“. და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.
ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: „მნებავს, განწმიდენ!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“ და კუალად: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეჰენიასა“. და მრავალსა ესევითარსა იტყჳს და იქმს, რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ერ-თიცა ოდენ ამათ სიტყუათაგანი კმა არს მისისა მის ჴელმწიფებისა გამო-ჩინებად, უკუეთუ ოდენ გულისხმა-ვინ-ჰყოფდეს სიტყუათა მათ და არა სრულიად უგულისხმო იყოს.
სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს
გარნა ბოროტ არს ცუდადმზუაობრობაჲ და ცხადთაცა საქმეთა მიმართ დააბრმობს გონებასა მის მიერ ძლეულთასა, და რომელთაცა იცოდიან ჭეშმარიტი და კეთილი, და ცუდადმზუაობრობამან არა უტევის მათ აღსაარებად. რამეთუ ესე იქმნა ჰურიათაცა ზედა, რომელნი არა თუ უმეცრებისაგან უარ-ჰყოფდეს ძეს...