35. და განთიად რიჟურაჟუს ოდენ აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა. 36. და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი. 37. და პოვეს იგი და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაჲთა მუნ უქადაგოთ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე. 39. და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა.
მას შემდეგ, რაც სნეულნი განკურნა, უფალი განმარტოებულ ადგილას მიდის, გვასწავლის რა ამათ, რომ ჩვენც საჩვენებლად კი არ ვიქმოდეთ რაიმეს, არამედ თუკი ვიქმთ კიდეც რაიმე სიკეთეს, ვესწრაფოთ რათა დავფაროთ იგი და ლოცულობს ის ასევე იმისთვისაც, რომ გვიჩვენოს, ყოველ ჩვენს მიერ ქმნილ სიკეთეს ღმერთს უნდა ვაწერდეთ და ვეუბნებოდეთ მას: „ყოველი მოცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა“. (იაკობი 1, 17).
თავისთავად ქრისტეს საჭიროებაც კი არ ჰქონდა ლოცვისა. შემდგომში, როცა ერი ეძიებს და ძლირ მოითხოვს, იგი არ ეძლევა მათ, თუმცაღა კეთილგანწყობით იღებს ამას, მაგრამ მიდის სხვებთანაც, მათთან, ვინც კურნებას და...