მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 1:33

32. და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი33. და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა.34. და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო-სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1
33. და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისსა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო“ (8,18).:

...ეთვე უმეტესად სულიერთა ვნებათა მიანიჭებდა კურნებასა საქმითა და სიტყჳთა თჳსითა არა მაშინდელთა ხოლო მათ კაცთა, არამედ ჩუენცა, რომელთა გუესმიან სწავლანი მისნი. ამისთჳსცა უბრძანა წიაღსლვაჲ, რაჲთა მიჰრიდოს ერსა მას, რომელნი-იგი გარემოადგეს მას. რამეთუ იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა“. რამეთუ ყოველნი წადიერ იყვნეს ხილვად მისა და სუროდა ხედვაჲ დიდებულებათა მისთაჲ. და ვინმცა არა სურვიელ იყო საკჳრველებათა მათ ხილვად, ვისმცა არა უყუარდა იგი, ვისმცა არა სწადოდა მიხედვად ოდენ პირსა მისსა და სმენად სიტყუათა მისთა? რამეთუ არა სასწაულნი ხოლო მისნი საკჳრველ იყვნეს, არამედ ხილვაჲცა მისი, სავსე მადლითა, ვითარცა მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსა“. ხოლო რომელ იტყჳს ესაჲა, ვითარმედ: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ მისი, არცა სიკეთე“, გინა თუ დიდებასა მას თანა ღმრთეებისასა, მიუწთომელსა და გამოუთქუმელსა, სახესა მას ჴორციელისა ხილვისა მისისასა ესრეთ უწოდა, ანუ სახესა მას ვნებისა მისისასა წარმოიტყოდა, და ვითარი შეურაცხებაჲ მოითმინა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ნეფსით ცხორებისა ჩუენისა...

სრულად ნახვა