...რ იყვნეს, თუ ვინ არს, არამედ მისთჳს ჰკითხვიდეს, თუ რომელ პირველ ვთქუ.
ისმინე უკუე ნეტარისა იოვანესი, ვითარ მიუგო გონებისაებრ მა-თისა და არა სიტყჳსა. რამეთუ არა თქუა მეყსეულად, თუ: „მე - ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა“, ; ; ; ; არამედ იჭჳ იგი მათი განაქარვა პირველ, რამეთუ ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „ვინ ხარ?“ „აღიარა და არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს. ; (17,10); და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“....